თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

აბუსალათინის ზეთი საოჯახო აფთიაქს ჩაანაცვლებს. 16 პრობლემა, რომელსაც ის უმკლავდება

აბუსალათინის ზეთი ძალიან ღირებული პროდუქტია, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ თმის მოსავლელად, არამედ გვეხმარება ბევრი პრობლემის გადაჭრაში. მას საოჯახო აფთიაქში არაერთი პრეპარატის ჩანაცვლება შეუძლია!

თუ სააფთიაქო პრეპარატების გვერდითი მოვლენებისთვის თავის არიდება გსურთ, მათი გამოყენების ნაცვლად, დახმარებისთვის აბუსალათინის ზეთს შეგიძლიათ მიმართოთ. ის არაერთი პრობლემის გადაჭრაში და სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში გვეხმარება.

რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი?



1. აბუსალათინის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სხეულიდან წყლულების მოსაშორებლად. უბრალოდ რეგულარულად დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთები აბუსალათინის ზეთში დასველებული ბამბის დისკით და პრობლემა მალე წარსულში დარჩება.

2. ის კურნავს გაციებასა და ბრონქიტს. ძილის წინ კარგად დაიმუშავეთ გულ-მკერდის არე აბუსალათინისა და ფიჭვის სკიპიდრის ზეთების ნარევით. 2 სუფრის კოვზ აბუსალათინში ვამატებთ 1 სუფრის კოვზ სკიპიდრის ზეთს, ვათბობთ წყლის აბაზანაზე, კარგად ვიმუშავებთ მკერდის არეს და ვიხვევთ თბილი ქსოვილით.



3. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ფეხისგულების ტკივილი და სიმძიმის საშინელი განცდა ფეხებში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის. უსიამოვნო შეგრძნებებმა საერთოდ რომ აღარ შეგაწუხოთ, დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ ფეხისგულები აბუსალათინის ზეთით, ამოიცვით ბამბის წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით. გარდა დაღლილობის დამარცხებისა, ასე მოიშორებთ კოჟრებსა და გარქოვანებულ კანს.



4. აბუსალათინის ზეთი არაჩვეულებრივია მეჭეჭების მოსაშორებლადაც. ყოველ დილას და საღამოს ამ ზეთში დასველებული, დამბალი ბამბის დისკით კარგად უნდა დაიმუშავოთ მეჭეჭები (უნდა იკეთოთ მსუბუქი მასაჟი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში). პროცედურა გაიმეორეთ ამ წარმონაქმნების სრულ გაქრობამდე. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო შედეგი ძალიან არ დააყოვნებს!



5. ქერტლმა შეგაწუხათ? სანერვიულო არაფერია, რადგან აბუსალათინის ზეთი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი ძლიერ შავ ჩაიში (1 ჩაის კოვზი ძლიერი შავი ჩაი დაყენებული 50 მლ წყალზე), დაუმატეთ მცირეოდენი არაყი და კარგად შეანჯღრიეთ. დაიმუშავეთ მიღებული საშუალებით თმა მთელ სიგრძეზე, დაიტოვეთ სულ ორიოდე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ პროცედურას კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ ჩაიტარებთ, ქერტლი აღარ შეგაწუხებთ.



6. ყაბზობის დროს საკმარისია, დალიოთ მცირეოდენი აბუსალათინის ზეთი, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემა მწყობრში მოვიდეს.



7. თუ კვირაში 2-ჯერ წამწამებს აბუსალათინის ზეთით დაიმუშავებთ, მათი მოცულობა და სიგრძე საგრძნობლად გაიზრდება.

8. მეძუძურ დედებში ლაქტაციის გასაზრდელად რეკომენდებულია ძუძუს თავების რეგულარულად აბუსალათინის ზეთით დამუშავება.

9. აბუსალათინის ზეთის კომპრესები ეფექტურად გამოიყენება ტროფიკული წყლულების მოსაშორებლად.

10. თუ თმა ძალიან ნელ ტემპში გეზრდებათ და მისი მოცულობით კმაყოფილი არ ხართ, საღამოს, დაძინების წინ შეიზილეთ თავის კანში მცირეოდენი აბუსალათინის ზეთი, დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით დაიბანეთ თავი შამპუნით. თავდაპირველად ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ, ხოლო შემდეგ – თვეში ერთხელ.



11. თვალის ლორწოვანი გარსის ანთების დროს საღამოს, დაძინების წინ ორივე თვალში 1 წვეთი აბუსალათინის ზეტი უნდა ჩაიწვეთოთ.

12. თუ გამონაყარის დამარცხება გსურთ, მოამზადეთ 1,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთისა და 2,5 ჩაის კოვზი ალოეს წვენის ნარევი, დაიმუშავეთ მისი გამოყენებით კანის შესაბამისი მონაკვეთები, დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.



13. თმის ცჩვენის შესაჩერებლად კვირაში 3-ჯერ დაძინების წინ თავის კანში აბუსალათინის ზეთი კარგად უნდა შეიზილოთ, პოლიეთილენის პარკი დაიხუროთ, დაიფიქსიროთ და დაიტოვოთ მთელი ღამით. დილით, გაღვიძებისთანავე თავი შამპუნით კარგად დაიბანეთ. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.

14. ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდების გამოსადევნად აბუსალათინის ზეთს სვამენ მცირე რაოდენობით კვირაში 2-ჯერ.

15. საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს 1,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი უნდა შეურიოთ 1,5 ჩაის კოვზ თაფლში, დაუმატოთ 3 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და კარგად გადაურიოთ. მიღებულ ნარევში უნდა ჩაალბოთ ტამპონი და დაძინების წინ მოითავსოთ ის.

16. თუ ჰემორეამ შეგაწუხათ, დახმარებისთვის ერთ გამოცდილ მეთოდს შეგიძლიათ მიმართოთ. რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდი კარგად დაასველეთ აბუსალათინის ზეთით, დაიფინეთ ზემოდან შესაბამის ადგილზე და დაიტოვეთ მთელი ღამით. თუ ჰემორეა შინაგანია, აბუსალათინის ზეთის ერთ კაფსულას დაძინების წინ ითავსებენ ანუსში.

ნამდვილად გასაოცარია, თუ რამდენი პრობლემის გადაჭრა შეიძლება ერთი უბრალო პროდუქტით, არა? თუ მოგეწონათ ინფორმაცია და ის სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა