თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

დიდი რეპრესიები „კანონიერ ქურდებში“ - კალაშოვის კლანი და ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტების“ გავლენა

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებში დიდ რეპრესიებს ელოდებიან. როგორც ცნობილი ხდება, უკრაინაში, 46 წლის კანონიერ ქურდს, ანდრეი ნედზელსკის აზერბაიჯანელი დიასპორის ლიდერის, ოლეგ კრაპივინის ქალიშვილის ქორწილში სცემეს და ქურდული სამყაროს წევრობის სტატუსი შეუჩერეს. ნედზელსკის, რომელიც კურირებდა უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ქორწილში კრაპივინის ახალდაქორწინებულ წყვილს, დაუვიწყარი საჩუქარი გადასცა სამმა "კანონიერმა ქურდმა", მათ შორის კალაშოვის გარემოცვის (კლანი) წევრებმა: დათომ, კალაშოვის ძმიშვილმა და ნოდრმა. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ ნედზელსკის სცემეს მას შემდეგ, რაც იგი ამხილა მისმა ნათლიამ , იური ერინიაკმა იმაში, რომ მან ქურდები დაასმინა და გასცა.

ზემოხსენებული "ქურდისთვის" სტატუსის ჩამორთმევა გამოწვეული იყო 2 წლის წინ უკრაინის ცენტრალური და ჩრდილოეთის ზონის "კანონიერი ქურდების" დაჯგუფების დაპირისპირებით. უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში დონეცკისა და დნეპრის ქურდებს აქვთ გავლენის სფეროები გადანაწილებული, მათ შორის უდიდესი ნაწილი ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" არიან.

როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ნედზელსკისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების უმთავრესი მიზეზი გახდა გავრცელებული ჭორები მისი უკრაინის უშიშროებასთან თანამშრომლობაზე. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებები უსაფუძვლო აღმოჩნდა, მოსალოდნელია რეპრესიული ვენდეტები უკრაინის ტერიტორიაზე კრიმინალურ ბანდებს შორის , რაც გავლენების ხელახალ გადანწილებასა და სისხლისღვრას გამოიწვევს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა