თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

უკეთესი ვიდრე საძილე წამლები - ბანანი, დარიჩინი და წყალი ტკბილ ძილს მოგგვრით!

უძილობით იტანჯებით? მაშინ თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილები თქვენთვის ნაცნობი სიმპტომებია.

უძილობა გამოწვეულია სტრესითა და ნერვული აშლილობით. ასევე ადამიანებს, რომლებიც ხშირად სვამენ ყავას, მაგარ ჩაის ან ალკოჰოლს, ძილის პროცესი დარღვეული აქვთ.

უძილობას შეიძლება საძილე წამლებითაც გაუმკლავდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ბევრი უკუჩვენება აქვთ. ისინი იწვევენ დაღლილობას, მუცლის ტკივილს, კონცენტრაციის უნარის დაკარგვას, მახსოვრობის პრობლემებს. ასევე აზიანებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ბანანის წყალი დარიჩინთან ერთად – ჩემი საყვარელი დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა. ამ სასმელის დალევის შემდეგ, მე მალე ვიძინებ და დილით დასვენებული ვდგები.

ბანანი მაგნიუმითა და კალიუმით არის მდიდარი. იცოდით, რომ ბანანის ქერქი ამ ნივთიერებებს უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე თვითონ ბანანი?

მაგნიუმი და კალიუმი არაჩვეულებრივია ნერვული სისტემისთვისა და კუნთების რელაქსაციისთვის.

დარიჩინი კი ის სანელებელია, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს. როცა ეს უკანასკნელი დაბალანსირებულია, თქვენი ჰორმონები ნორმალურად ფუნქციონირებენ, ეს კი თავის მხრივ მშვიდ ძილს იწვევს. თუ შაქრის დონე სისხლში აწეულია, თქვენ ენერგია ღამით მოგეძალებათ, დღისით კი დაღლილი ხართ ხოლმე.

ინგრედიენტები:

• 1 ბანანი

• 200 მლ წყალი

• ცოტაოდენი დარიჩინი

მომზადება:



1. აადუღეთ წყალი. ბანანი კარგად გარეცხეთ. ბოლოები მოჭერით და ჩადეთ წყალში.

2. 10 წუთი გააჩერეთ მდუღარე წყალში.

3. სასმელი მზადაა. არომატისთვის ცოტაოდენი დარიჩინი დაუმატეთ.


სასიამოვნო ბონუსი: მოხარშული ბანანის კანს დაუმატეთ ცოტაოდენი კაკაო, დარიჩინი და შაქრის ფხვნილი. მიირთვით ღამით. დაგეხმარებათ კუჭნაწლავის ტრაქტისა და კანის გაუმჯობესებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა