თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

როგორ ექცევიან „ზონაზე“ გაუპატიურებისა და ქალის მკვლელობისთვის გასამართლებულებს - ციხის საშინელი ისტორიები

გასული კვირა ორი პრეცენდენტული საქმით დაგვამახსოვრდა. უფრო ზუსტად კი იმ გამოხმაურებით, რომელიც ამ საქმეებს მოჰყვა. საუბარია თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანსა და მის თანაშემწეს, თამთა თოდაძეს შორის მომხდარ ინციდენტსა და ხაშურში, ირაკლი დეკანოიძის მიერ მოკლული ყოფილი ცოლის, ნათია გოგალაძის საქმეებზე.

რა თქმა უნდა, ორივე საქმეზე გამოძიება თავის სიტყვას იტყვის და ჩვენ არც ვაპირებთ, სამართლებრივ ჭრილში განვიხილოთ ერთი, ან მეორე საქმე, მით უმეტეს, როცა რეალურად, ორივე ძალიან მძიმე ბრალდებაა.

საქმე ის გახლავთ, რომ როგორც კი მომხდარის შესახებ გახდა ცნობილი, სოციალურ ქსელში დიდი ამბავი ატყდა. საზოგადოების ნაწილი ჯიშკარიანის მხარეს იდგა და მსხვერპლად ის გამოჰყავდა, ნაწილს კი თოდაძე მიაჩნია მსხვერპლად.

რაც შეეხება მკვლელობას, ნაწილი მკვლელს ამართლებდა, ნაწილი - მოკლულს. მერე იყო, სატელევიზიო ჩართვისას, ილია ჯიშკარიანმა რომ განაცხადა, მირჩევნია მკვლელობაში ვიყო ბრალდებული, ვიდრე - ძალადობაშიო და ნეგატიური კომენტარების ახალი ტალღაც წამოვიდა.

თოდაძის მხარდამჭერები ირონიით წერდნენ, რა თქმა უნდა, ურჩევნია მკვლელობის ბრალდებით იყოს, რადგან კარგად იცის, რა ელოდება გაუპატიურების ბრალდებით შესულს ციხეშიო.

ატყდა მერე განხილვები, ვერსიები, ჯიშკარიანის სავარაუდო ბედზე მსჯელობა ციხეში და ა.შ.

რაც შეეხება მეორე საქმეს, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ დეკანოიძეს, არაერთი წლის გატარება მოუწევს გისოსებს მიღმა და, რაღა თქმა უნდა, ისიც საინტერესოა, რა ელის მას ციხეში?

შევეცდებით, მოგიყვეთ, ოფიციალური სასამართლოს შემდეგ, რა ბედი ელით ქალის მკვლელებსა და მოძალადეებს ციხის ე.წ. სასამართლოზე, სადაც მსაჯულებიც, პროკურორებიც, მოსამართლეებიც, ადვოკატებიცა და დამსწრე საზოგადოებაც მხოლოდ და მხოლოდ პატიმრებისგან შედგება.

შესაძლოა, ვინმესთვის საოცარია... პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ადვილად, ცოლის მკვლელობის გამართლებაა შესაძლებელი ანუ ღალატის სიკვდილით დასჯა კრიმინალურ სამყაროში უცხო არ არის და ამიტომ, ღალატისთვის ქალის მოკვლაც, პირიქით, მისასალმებელია.

შესაბამისად, თუ ციხეში შედის პირი, რომელსაც სასჯელი ქალის მკვლელობისთვის მიუსაჯეს და ის ქალი ღალატისთვის მოკლა (არ აქვს მნიშვნელობა, ცოლია, შეყვარებულია, თუ მეგობარი გოგონა), ის პატიმრებისგან შევიწროებას არ განიცდის ანუ ერთი პატიმარიც არ ეტყვის, არასწორად მოიქცეიო.

შესაძლოა, გულში ვინმე სხვა რამეს ფიქრობდეს, მაგრამ ღალატისთვის მოკლული ქალის დაცვას ხმამაღლა ვერავინ გაბედავს. ციხეში მარტივადაა _ ყველა მოღალატე ქალი ბოზია და ტერმინი „ბოზებს სიკვდილი“, მარტივად მუშაობს.

თუ უფროდავკონკრეტდებით და სიღრმეებში წავალთ, უფრო საინტერესო დეტალებსაც გიამბობთ. მაგალთად, ცოლ-ქმარი დაშორდა, ორივეს თავისი ცხოვრება აქვს და ქმარყოფილმა გაიგო, რომ ცოლს სხვა კაცთან აქვს ურთიერთობა. აღიქმება თუ არა ეს ღალატად? რა თქმა უნდა, კი იმიტომ, რომ ის კაცი მისი კანონიერი ქმარი არ არის ანუ ქალი „ბოზობს“ და, მით უმეტეს, თუ შვილები ჰყავს, მაშინ ხომ საერთოდ, რა უნდა ისწავლონ შვილებმა ასეთი დედისგან.

კრიმინალური თვალსაზრისით, ამასაც გამართლება აქვს და ციხეში ამის გამო პასუხს არავინ მოგთხოვთ.

გამართლება აქვს დის მკვლელსაც კი, თუ და არ არის გათხოვილი და ისე აქვს ურთიერთობა სხვასთან. რა თქმა უნდა, ამას ვიღაც შეიძლება გაგებით მოეკიდოს, ვინმესთვის ჩვეულებრივი ამბავი იყოს, მაგრამ თუ ამ მიზეზით ანუ იმის გამო, რომ დას სექსი აქვს ქორწინების გარეშე და მისი მკვლელობისთვის ციხეში მოხვდით, კრიმინალური სამყაროსგან დამატებითი სასჯელი არ გელოდებათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ღალატის გამო ჩადენილი დანაშაული „ციხის კანონებით“ გეპატიებათ და არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის სისასტიკე გამოავლინეთ. მთავარია, შურისძიების ობიექტი მოღალატე პირი იყოს ანუ ის, ვინც ღალატობს, თორემ სხვისი დასჯა გაუმართლებლად ითვლება.

ახლა, რაც შეეხება გაუპატიურებას, ამ მიმართულებით, საქმე ცოტა რთულადაა. დავიწყოთ იმით, რომ ქართულ სინამდვილეში, შესაძლოა, გაუპატიურება გამართლებული იყოს არამარტო ციხეში, არამედ თავისუფლებაზეც. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დღესაც ხდება (არცთუ იშვიათად), რომ ცოლად მოყვანის მიზნით, ბიჭი გოგოს იტაცებს. რა თქმა უნდა, ძირითადად ეს მაშინ ხდება, როცა გოგო თანახმა არაა და რადგან ცოლობაზე არ არის თანახმა, იქ სხვა რამეებიც შედის. მამაკაცმა კი მოტაცებული ქალი რომ შეინარჩუნოს, ცდილობს, მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყაროს და ეს, ხშირ შემთხვევაში, ძალის გამოყენებით ხდება.

შემდეგ, საქმეში ერევიან მშობლები, ახლობლები, მოტაცებული ქალი ბევრს არ უნდა სახლში და ასე „მარტივად“ იქმნება ახალი ოჯახი. აი, თუ ქალმაც „გაჭედა“ და მშობლებმაც, გოგო შინ მიჰყავთ, ბიჭი _ ციხეში მიდის. ჰოდა, ციხეში ამ „გაუპატიურებისთვის“, მას არავინ არაფერს ეტყვის, რადგან „კეთილშობილური მიზნები“ ამოძრავებდა _ ცოლის მოყვანა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, გოგომ და მისმა ოჯახმა „ვერ გაუგო“.

ისიც ვთქვათ, რომ არცთუ იშვიათად, ყველაფერი ეს არასრულწლოვნებთან მიმართებაში ხდება და ამისთვის ცალკე სასჯელია. ასეულობით შემთხვევაა, რომ არასრულწლოვანი გოგო რჩება ბიჭთან, შემდეგ შვილს აჩენს და უკვე სამშობიარო სახლი რეკავს, რომ არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა, საქმეში პოლიცია ერთვება და სრულწლოვანობის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის გამო, ბავშვის მამა ძირითადად, პირობით სასჯელს იღებს (2-დან 3 წლამდე) და სამშობირაო სახლიდან შვილთან ერთად, პირობითი სასჯელით დაჯილდოვებული ბრუნდება.

აი, როცა ისე ხდება გაუპატიურება, ან თუნდაც გაუპატიურების მცდელობა, რომ არც ოჯახია კავშირში და არც „სხვა კეთილშობილური გრძნობა“, შეიძლება ითქვას, რომ „კრიმინალური სამყარო“ იმაზე დაუნდობელია, ვიდრე სახელმწიფო სასამართლო. ასეთ შემთხვევაში „ზონაზე“ შესულ პირს, ჯერ გვარიანი ცემა-ტყეპა არ ასცდება (როცა ვამბოთ „გვარიანს“, ეს გულისხმობს ცემას კბილების ჩამტვრევითა და ნეკნების დამტვრევით), შემდეგ კი, ნაცემი პატიმარი ციხის საავადმყოფოდან რომ გამოვა, „ზონაზე“ აღარ აბრუნებენ და პირდაპირ „საქათმეში“ მიჰყავთ. იქ მოძალადეს ახალი განსაცდელი ელის და მოუწევს საკუთარ თავზე გამოსცადოს, რას ნიშნავს გაუპატიურება და სრულად შეიგრძნოს, რას გრძნობდა მისი მსხვერპლი, როცა ის აუპატიურებდა _ რას ფიქრობდა, რას განიცდიდა...

ასეთი პატიმარი ვერასოდეს მოიპოვებს ციხეში თანაგრძნობას და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმესთვის ანალოგიური დანაშაული ეპატიებინათ. მედალს მეორე მხარეც აქვს _ ხომ შეიძლება, სასამართლო შეცდეს, ვინმემ ვინმეს უსამართლოდ დააბრალოს გაუპატიურება (და არა მცდელობა) და სწორედ გაუპატიურებისთვის, კონკრეტულ ადამიანს ტყუილად მიუსაჯონ სასჯელი?

რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, მაგრამ გასამართლებულს გარეთ, თუ შიგნით მთელი ამბები აუტეხავს, ჩაურევია „კრიმინალური ავტორიტეტები“, ისინი თავდებად დადგომიან, ჩვენც ვიცით, რომ ტყუილიაო და გადარჩენილა, მაგრამ ასეთი რამ ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება.

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი - ორმაგად ისჯება ის, ვინც გაუპატიურებას მაშინ ჩაიდენს, როცა „საქმეზეა“. მაგალითად, რომელიმე ოჯახის საყაჩაღოდ შევიდნენ და იქ ვინმე გააუპატიურეს, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს მოაწერეს ხელი. ასეთებს დანდობა არ აქვთ.

დანდობა არ აქვთ მათაც, ვინც ბავშვებს გააუპატიურებს და...

წყარო: გაზეთი "ვერსია"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა