თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა

გაზეთი "ვერსია" თბილისში წლების წინ მომხდარ ტრაგიკულ ისტორიაზე წერს.

იყო ერთი შემთხვევა, როცა წლების წინ, თბილისში, კონკრეტულად კი, ვარკეთილში, საყაჩაღოდ შევიდნენ. ოჯახმა წინააღდეგობა გაუწია, უფრო სწორად, ორმა ქალმა, რომლებიც ყაჩაღებს ბინაში დახვდნეენ. ორივე მათგანი მოკლეს, წამოსვლისას კი ერთ-ერთის სხეულზე, ერთ-ერთმა ყაჩაღმა მოისაქმა.

დამნაშავეები დააკავეს, გაასამართლეს და „ზონაზეც“ გაჯგიმულები შემოვიდნენ, რადგან თავისუფლებაზე რომ იყვნენ, ქურდულად ცხოვრობდნენ, იქ საერთოს წირავდნენ ფულს, იქ ქურდებთან იყვნენ კონტაქტზე. ჰოდა, ძალიან გაუკვირდათ, როცა „მაყურებლები“ ცოტა აგრესიულად დახვდნენ.

„მაყურებლებმა“ „მარტივი“ კითხვა დასვეს - რატომ მიაყენეს მკვდრებს შეურაცხყოფა?

როცა საყაჩაღოდ მიდიხარ, იმისთვისაც მზად ხარ, რომ შეიძლება, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს, ყველაფერი ვერ გათვალო და დათვალო და ვიღაცა შემოგაკვდეს კიდეც, მაგრამ როცა მკვდარს ასეთ შეურაცხყოფას აყენებ, ასახსნელია. ვინაიდან ამის ახსნა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, „მაყურებელმა“ ჩუმად ჩაილაპარაკა _ „საქათმეში“ და იქ დასრულდა ყაჩაღების „კაი ბიჭობა“ და კრიმინალური მომავალიც.

რამდენად „სამართლიანია“ ყველაფერი ეს ძნელი ასახსნელია, მაგრამ მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ ძალადობისთვის, თავზე ხელს არავინ გადაუსვამს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა