თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

რაიან რეინოლდსმა ჰიუ ჯეკმანს დაბადების დღე სიმღერითა და გინებით მიულოცა

12 ოქტომბერს კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერგმირის, უოლვერინის როლის შემსრულებელს, ჰიუ ჯეკმანს 51 წელი შეუსრულდა.

უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია მისი და მარველის კომიქსების კიდევ ერთი გამორჩეული პერსონაჟის, დედპულის შემსრულებლის, რაიან რეინოლდსის განსაკუთრებული მეგობრობის შესახებ.

შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი თარიღი რეინოლდს არ გამოჰპარვია და ჰიუ ჯეკმანს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა:



ვიდეოს დასაწყისში დარცხვენილი რაიან რეინოლდსი თითქოს მთელი მონდომებით ცდილობს ჰიუ ჯეკმანს გულმხურვალედ უმღეროს საიუბილეო სიმღერა, თუმცა ბოლოსკენ ერთბაშად კარგავს საყვარელი მეგობრის ნიღაბს და მას მოურიდებლად აგინებს.

მოლოცვაც ასეთი უნდა! თუმცა, ყველაზე სარკასტული სუპერგმირის შემსრულებელი ყველაზე ხუმარა ჰოლივუდის ვარსკვლავისგან ამაზე ნაკლებს არც მოველოდით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა