თეგებით ძიება
16. 10. 2019 News-ები

TV პირველს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს

TV პირველის ხელმძღვანელი ჟურნალისტი, წამყვანი ინგა გრიგოლია იქნება. ამის შესახებ არხის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა, Facebook-ზე დაწერა.

"გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით. ინგა "პირველზე" იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში.

უკვე დღეიდან "რეაქციასთან" ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა," - წერს წერეთელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა