თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია

15 წლის გიორგი ფალელაშვილს ჭრილობები მუცლის ღრუში აქვს მიყენებული.
გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრილი გიორგი ფალელაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ექიმების თქმით, ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

15 წლის მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც დაზიანება პანკრეასისა და კუჭის არეში აქვს მიღებული.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ახლობლების თქმით, ბიჭი რესტორნიდან გამოსულმა უცნობმა მამაკაცმა დაჭრა. დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.














წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა