თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

20 წლის მამაკაცმა სახლში შემოჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა- 3 ადგილზე მოკლა, 2 კი მძმედ დაჭრა

აშშ-ში მამაკაცმა ak-47-ის ტიპი ავტომატის გამოყენებით სახლში შემოჭრილ 5 თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც სამი ბოროტმოქმედი ადგილზე მოკლა , ორი კი მძიმედ დაჭრა,- ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

შეიარაღებული მამაკაცები შეიჭრნენ 20 წლის ახალგაზრდას სახლში და მოსთხოვეს მათთვის ფული მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკლვით ემუქრებოდნენ. სახლის მეპატრონეს თავიდან ეგონა რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, თუმცა როცა მიხვდა არსებულ სიტუაციას, დათანხმა ბოროტმოქმედების ნებას და განუცხადა, რომ დივანის ქვეშ ჰქონდა დამალული ფული და მისცემდა.

მას შემდეგ, რაც მამაკაცი დივანთან დაიხარა ფულის გამოსატანად, აიღო ავტომატი და ბოროტმოქმედებს ცეცხლი გაუხსნა-3 თავდამსხმელი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 2 კი პოლიციელებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღმოჩნილი სამედიცინო დახმარების შემდეგ ეჭვმიტანილები დააპატიმრეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა