თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად? – 5 შესაძლებლობა დიასახლისებისთვის

forbes-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, 2019 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ "ფრილანსერები" (დისტანციურად მომუშავენი) ბევრად უფრო კმაყოფილნი და ოპტიმისტურად განწყობილნი არიან, ვიდრე ოფისში გამოკეტილები.

ადრე პირიქით მიიჩნეოდა - თავისუფალი გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში, დაწინაურებასა და კარიერულ წინსვლას არავინ მოელოდა, თუმცა უკანასკნელმა შედეგებმა ეს მოსაზრებაც უგულებელყო.
ფრილანსერობა განსაკუთრებით მიმზიდველი საქმიანობაა მათთვის, ვინც ოჯახური მდგომარეობის გამო სახლიდან ხშირად ვერ გადის და პროფესიაზე უარის თქმა უწევს.
სინამდვილეში, ფრილანსერად მუშაობის მრავალფეროვანი გზები არსებობს. გთავაზობთ 5 ალტერნატივას:
1. ბლოგერობა

 როგორ ვიშოვოთ ფული სახლიდან გაუსვლელად? – 5 შესაძლებლობა დიასახლისებისთვის


თუკი წერა თქვენი ჰობია,
შეგიძლიათ ეს სიამოვნება პროფესიად აქციოთ და წეროთ ყველაფრის შესახებ, რაც გაწუხებთ ან გიხარიათ. დაუკავშირდით რომელიმე გამოცემას, სადაც აქტიურად წერენ ქალების ცხოვრების შესახებ (და არამხოლოდ). ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენი აზრით ერთფეროვანი ცხოვრება ვიღაცისთვის საინტერესოა. ასევე, შეგიძლიათ წეროთ არა პირადი გამოცდილების შესახებ, არამედ მკითხველს გაუზიაროთ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება. მაგალითად, თქვენი განსაკუთრებული კერძების რეცეპტები, ხელნაკეთი ნივთების დამზადების წესები და ა.შ.

2. ფოტოგრაფობა



ფოტოების გადაღება მხოლოდ კამერის ერთ დაჩხაკუნება არაა. მას სპეციფიკური ხედვა და ფანტაზია სჭირდება. თუკი ხვდებით, რაზეც ვსაუბრობ, იქნებ თქვენც გაქვთ ფოტოგრაფობის ნიჭი. სცადეთ, ეძებეთ საინტერესო ადგილები თქვენს უბანში ან დაინახეთ უბრალო კადრები განსაკუთრებულად. ატვირთეთ სხვადასხვა ვებგვერდზე, რომლებიც სპეციალურად ფოტოგრაფებისთვისაა შექმნილი და ვინ იცის, იქნებ რომელიმე ცნობილ კომპანიას თქვენი ხედვა მოეწონოს და თქვენი ფოტო შეიძინოს.

3. ონლაინსწავლება



საქართველოში ონლაინმასწავლებელობა არც ისე პოპულარულია, თუმცა, თუ "გუგლის" საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე ჩაწერთ სიტყვას „ონლაინგაკვეთილები“, არაერთ საინტერესო პროგრამას შემოგთავაზებთ. თუ თვლით, რომ კარგად ერკვევით რომელიმე სფეროში, შეგიძლიათ უბრალოდ დასხდეთ კომპიუტერის წინ, ჩართოთ კამერა, გადაიღოთ ვიდეო და ატვირთოთ, მაგალითად, youtube-ზე. შემდეგ უფრო გაერკვევით, რა და როგორ მუშაობს და იქნებ საკუთარი პლატფორმის შექმნაც გადაწყვიტოთ.

4. მთარგმნელობა



თუ რომელიმე უცხო ენა კარგად იცით, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეთ განცხადება, რომ შეგიძლიათ თარგმნოთ მასალები. მერწმუნეთ, ეს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი საქმეა.

5. ონლაინგაყიდვები



ამაზონისა“ და „ტაობაოს“ შესახებ ბევრი გვსმენია და ბევრჯერაც გვისარგებლია, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, უკეთესი არაა, მსგავსი მომსახურება ქართველებისგან მივიღოთ? უცხოეთიდან გამოწერისას ხშირია შეცდომები, დიდი დრო სჭირდება ჩამოსვლას და არაერთ სხვა პრობლემას ვაწყდებით. თუ ყიდვა-გაყიდვა და პიარი კარგად გამოგდით, ეს საქმე თქვენთვისაა.

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა