თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

"საქართველოს ოფიციალური შეტყობინება რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არ მიუღია" - ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს ოფიციალური შეტყობინება რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არ მიუღია.

"ჩვენ მივესალმებით თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება ფრენები, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. გუშინდელი ინფორმაცია რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა და ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენს საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია შეტყობინება. აქედან გამომდინარე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა