თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

ერდოღანმა ტრამპის წერილი სანაგვეში გადააგდო და სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა

ერდოღანმა დონალდ ტრამპის წერილი ნაგავში მოისროლა,- ამის შესახებ BBC-ის განუცხადა თურქეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა.

ანონიმურმა წყარომ BBC-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ერდოღანმა მიიღო ტრამპისგან წერილი, თურქეთმა სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა სირიის საკითხთან დაკავშირებით ერდოღანს წერილი მისწერა, სადაც მოუწოდებდა თავის თურქ კოლეგას, ხელი აეღო სამხედრო ოპერაციაზე სირიაში, რადგან სისხლისღვრის გამო მას ისტორია შეაფასებდა, როგორც სატანას. აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწოდა ერდოღანს აგრეთვე დამშვიდებისკენ- "ნუ იქნები ხისტი და სულელი, მოგვიანებით დაგირეკავ" ,- ნათქვამია ტრამპის მიერ 9 ოქტომბერს ერდოღანისთვის მიწერილ წერილში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა