თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

22 ქალური საქციელი, რომელიც მამაკაცისთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე თქვენ გგონიათ

მამაკაცებს არ უყვართ ემოციების გამოხატვა, თუმცა გულის სიღრმეში ემოციების ფეიერვერკს მალავენ. მათ გაგვიმხილეს მინიშნებები, რაც ქალებისგან ყველაზე მეტად სიამოვნებთ.

"მისი მზერა თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ ხანდახან, შეუსაბამო სიტუაციებში ისე სექსუალურად შემომხედავს, რომ ვხვდები, მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ".

"ხანდახან ტელევიზორის ყურების დროს ეძინება და თავისი ფეხებით ფრთხილად მეტმასნება ჩემს ფეხებზე".

"მეხუტება და საყვარლად ამბობს: "ჩემი".

"როცა დაღლილი ვბრუნდები სახლში, მასაჟს მიკეთებს. ეს გულს მითბობს".

"ღამე მაღვიძებს და მეუბნება: საშინელებები დამესიზმრა, ჩამეხუტე. მძინავს, მაგრამ მისი ჩახუტება მაინც მაბედნიერებს".

"ყოფილი ცოლი მუდმივად მამცირებდა და ახლა ჩემი ახალი გოგო მუდამ მაქებს, მამხნევებს".

"მძინარეს მკოცნის და როცა სამსახურში ვარ, მახსენდება და იდიოტივით ვიღიმი".

"ძირითადად, მობილურებში ვართ თავჩარგულები, მაგრამ ხანდახან გადადებს ტელეფონს გვერდზე, მომეტმასნება და აღარაფერი მახსენდება მისი კოცნის და მოფერების ფონზე".

"18 წელია დაქორწინებულები ვართ, მაგრამ როცა ყურში ჩამჩურჩულებს: "მიყვარხარ" და ბიბილოზე ნაზად მაკოცებს, პატარა ბიჭივით ვხდები".

"ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავი და მეგონა, რომ არავის ეცალა ჩემთვის. ჩემს შეყვარებულს კი, როცა რამეს ვუყვები, ინტერესით მისმენს".

"ხანდახან მოვა და თავს დამადებს მხარზე, ხელს მკერდზე და ვხვდები, რომ გული ამომივარდება".

"მისი მზრუნველობა გულს მითბობს".

"მუდამ ყიდულობს ჩემთვის საჩუქრებს და ისეთ ადგილებში მიტოვებს, რომ ვიპოვო".

"როცა სტუმრად ვართ, ჩემს ხელს იღებს და ეხუტება".

"ისე მეხმარება, რომ თქმაც არ სჭირდება. ხანდახან კი ვერც ვბედავ დახმარების თხოვნას".

"ძილის დროს მუდამ მეხება და როცა ვერ მპოულობს, პანიკაში იღვიძებს".

"სახლში მოსვლის დროს ყოველთვის მეგებება (ძაღლიც) და ისე სიყვარულით მკოცნის და მეკითხება, როგორი დღე მქონდა. მხოლოდ ამის გამო მიხარია სახლში დაბრუნება".

"მიმტანად მუშაობს და როცა სამსახურში ვაკითხავ, განსაკუთრებული კლიენტივით მემსახურება და კოცნითაც მაჯილდოებს. სხვა კლიენტები შტერდებიან".

"ისეთი აღფრთოვანებული თვალებით მიყურებს, თავი ყველაზე ძლიერი და ყველაზე სიმპათიური მგონია".

"ჩემთან ჩახუტებული იძინებს. თუ ცალ-ცალკე დავიძინეთ, ღამე მაინც მომძებნის და მომეხუტება".

"ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი გოგოა, ყველაზე თბილი და მზრუნველი. მალე ვიქორწინებთ და ეს მაბედნიერებს".

"საღამოობით სკვერში ვსეირნობთ, ხელჩაკიდებულები და თითქოს შეყვარებულები ვართ. არადა 20-22 წლის შვილები გვყავს".


წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა