თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

"ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ არ შეგეკითხებით, თქვენ თავს მიხედეთ" - რას წერს 7 წლის გოგოს დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა

7 წლის გოგონას დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა სოციალურ ქსელში იმ ადმიანებ მიმართავს, ვინც ბავში და მისი მშობლები სექსუალური ჩაცნისა და ბავშვისთვის შეუფერებელი ქ მედებების გამო გააკრიტიკა:
"ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - წერს ქალბატონი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვულგარულ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა ქართველი გოგონა ცეკვავს. ვიდეოს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

ვიდეოს უფლებადამცველები გამოეხმაურნენ და შსს-ს და სოციალურ სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდეს. უფლებადამცველ ბაია აპატარაიას განცხადებით, ბოლო დროს ძალიან მოიმატა საქართველოში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული პირების რიცხვმა და მშობლებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა