თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

84 წლის მოხუცს, რომელსაც უსინათლო 6 წლის მეზობელი ბიჭი სკოლაში დაყავდა, "წლის ბაბუის" ჯილდო გადასცეს

84 წლის იტალიელ რომანო კარლეტის, 2 ოქტომბერს „წლის ბაბუის“ ჯილდო რომში გადასცეს. ჯილდო მას გადაეცა „სოლიდარობისთვის, ერთგულებისთვის, მოყვასის დახმარებისთვის, დაუღალავი შეუპოვრობისა და იმისთვის, რომ თავისი განსაკუთრებული მაგალითით დიდი გულის უსაზღვრო ძალა აჩვენა.“ მისი ისტორია გულს გაგითბობთ.

84 წლის მოხუცი სოფელ კონსუმაში ცხოვრობს, მონტენიმაიოს მუნიციპალიტეტში. მას თვეების განმავლობაში თავისი უსინათლო 6 წლის მეზობელი ბიჭუნა სკოლაში ყოველდღე დიდი მონდომებით დაყავდა. სკოლა მათი სახლისაგან საკმაოდ შორს, 60 კილომეტშია. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მეზობელი ბაბუა ისევ აკითხავდა ბიჭუნას და სახლში მიყავდა.

რომ არა ბაბუა, ბავშვი სკოლაში ვერ ივლიდა, რადგან ბიჭუნას დედას მართვის მოწმობა არ აქვს, მამა კი ფიზიკურად მუშაობს ტყეში და დრო არ აქვს. ავტობუსი კი, რომელიც იმ რაიონში ბავშვებს ატარებს შშმ ბავშვებისთვის არ იყო განკუთვნილი.

მას შემდეგ რაც მაისის თვეში ეს ისტორია გასაჯაროვდა, ამბავი მედიის ყურადრების ცენტრში მოექცა. უკვე ამის შემდეგ პელაგოს მუნიციპალიტეტმა ბავშვს მგზავრობის პრობლემა მოუგვარა. ავტობუსი უკვე მორგებულია უსინათლო ბავშვის საჭირობებებს. ბაბუა კარლეტი კი ამბობს, რომ ახლა უკვე ენატრება ბიჭუნა.

„მენატრება, ვიმედოვნებ, რომ მასაც ხშირად ვახსენდები“- ამბობს კარლეტი.

კითხვაზე კი, თუ რატომ ატარებდა ბავშვს ამ ხნის განმავლობაში კარლეტი იტალიურ გამოცემას „Corriere Fiorentino“ ასე პასუხობს:

„მე ვხედავდი ამ ბრმა ბავშვს, ვუყურებდი და მეტირებოდა. ვფიქრობდი იმაზე, რომ შესაძლოა მან ვერასდროს იხილოს მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ამ ტყეების სილამაზე, თავისი პატარა ძმების, მშობლების სახეები გადავწყვიტე, რომ უნდა დავეხმარო მას, თუნდაც იმაში, რომ სკოლაში იაროს, სადაც მასწავლებლები მოუყვებიან ჩვენი სამყაროს საოცრებებზე“.

აღსანიშნავია ისიც, რომ 84 წლის მოხუცი თავის საქციელს გმირობად სულ არ აღიქვამს, არამედ ის მიიჩნევს, რომ ამით საკუთარი მოვალეობა შეასრულა.

წყარო: fortuna.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა