თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

გაციების 5 ადრეული სიმპტომი, რაზეც წარმოდგენაც არ გქონდათ

დისკომფორტი ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა და ცრემლიანი თვალები - როცა გაციების ამ სიმპტომებს იგრძნობთ, ავადმყოფობა უკვე თქვენს ორგანიზმშია შემოჭრილი. თუმცა არსებობს ვირუსული დაავადებების რამდენიმე ადრეული სიმპტომი, რომლებიც გაციებას სულაც არ ჰგავს და შეუძლია წინასწარ გაცნობოთ მისი მოახლოება:

უცნაური სიზმრები

ერთდროულად რამდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ გაციებასა და ღამის კოშმარებს შორის კავშირი ნამდვილად არსებობს. ექიმები ამბობენ, რომ საქმე მომატებულ ტემპერატურაშია, რაც ღრმა ძილის დროს ტვინს უფრო მეტად ააქტიურებს - ამითაა გამოწვეული უცნაური სიზმრები. ამიტომ, თუ უცნაური სიზმრები დაგჩემდათ,
შეიმოწმეთ ჯანმრთელობა.

პროდუქტები გემოს იცვლიან



საყვარელი კერძებისა და სასმელების გემოს ამოცნობაში არა მარტო ენა, არამედ ცხვირიც გვეხმარება. როგორც კი ცხვირი ნორმალურად სუნთქვას წყვეტს, ჩვენი უნარი გემოს შეცნობისა ქვეითდება - დილის ყავა ან წვენი შესაძლოა უგემურად მოგეჩვენოთ. ამ დროს შესაძლოა, სწორედ გაციება გეპარებათ.

„მავნე“ საკვებისკენ ლტოლვა



ავადმყოფობა ჩვენი სხეულისა და ორგანიზმისთვის ყოველთვის სტრესია. სტრესის დროს კი ვეძებთ რაიმე ისეთს, რაც თავს უკეთ გვაგრძნობინებს - ხშირად კი ყველაზე სწრაფი საშუალებები შაქარი ან სწრაფი ნახშირწყლები აღმოჩნდება. სინამდვილეში ამ დროს დაგეხმარებათ ფორთოხალი, ჩაი თაფლითა და ლიმონით ან ქათმის ბულიონი - რაიმე თბილი და C ვიტამინით მდიდარი.

წყურვილი



გაციების დროს სხეული უფრო აქტიურად კარგავს წყალს. ეს გამოწვეულია ხველით, ცემინებითა და მომატებული ტემპერატურით. აუცილებლად მიიღეთ სითხე, მაგრამ ორგანიზმი არ გადატვირთოთ.

უცნაური თავის ტკივილი



ვირუსული დაავადებების კიდევ ერთი „კლასიკური“ ნიშანი - კუნთების ტკივილი. ხანდახან კი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება თავის კანი და პაციენტი თავის ტკივილს განიცდის. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ ჯანმრთელობას, თუ თქვენი თავი ძალიან მგრძნობიარე გახდა.

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა