თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

აიურვედას 20 რჩევა მათ, ვისაც წონის დაკლება სურს

თუ ზედმეტი წონის პრობლემა გაქვთ, ალბათ, უამრავი დიეტა სცადეთ. გირჩევთ, 20 ეფექტური რჩევა გაითვალისწინოთ.

გაიღვიძეთ 5-6 საათზე, ამ დროს სხეული ენერგიით ივსება და ტოქსინებს გამოდევნის სხეულიდან.

დალიეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი ლიმონის ნაჭრით, რათა გაგიუმჯობესდეთ ნივთიერების ცვლა.

დილაობით ცხვირი თბილი, მარილიანი წყლით გამოიბანეთ.

დილაობით გაისუფთავეთ და დაიმასაჟეთ სახის კანი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა.

კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ მკერდის მასაჟი ქუნჯუთის ზეთით.

კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ თავის მასაჟი ქოქოსის ზეთით.

დილაობით 30 წუთი ივარჯიშეთ.

ყოველ დილით 10 წუთი გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიში.

საღამობით 20-30 წუთი დაუთმეთ მედიტაციას.

იკვებეთ დღის განმავლობაში მცირე ულუფებით ხშირად და ნუღარ შეჭამთ 7 საათის შემდეგ.

ნუ შეჭამთ სხვადასხვა სირთულის პროდუქტს (ხორცი-კარტოფილი) ერთად.

ყოველ საუზმეზე შეჭამეთ ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი, რათა გაგიუმჯობესდეთ ნივთიერებათა ცვლა.

ჭამის დროს სვით ყლუპებით თბილი წყალი, რათა გააქტიურდეს მეტაბოლიზმი.

ყველაზე მსუყე სადილი შუადღეს მიირთვით. საღამოს იკვებეთ მსუბუქად.

მოამზადეთ სადილი ერბოზე.

მიირთვით ნატურალურ იგრედიენტებზე დამზადებული კერძები.

ისუნთქეთ ევკალიპტის ზეთის ორთქლი, მოიშორებთ ალერგიას.

ყოველდღიურად მიირთვით სტაფილოს (300 მლ), ჭარხლის (100 მლ) და კიტრის (100 მლ) ნარევი წვენი.

რეგულარულად მიიღეთ ვიტამინები და მინერალები.

ძილის წინ დალიეთ თბილი წყალი.

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა