თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

როგორ გადავაჩვიე შვილი კომპიუტერდამოკიდებულებას - დედის ბლოგი

ზოგჯერ მგონია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ჩემი შვილი კომპიუტერში პირდაპირი მნიშვნელობით იქნება შემძვრალი, რადგან ბოლო თვეებია არათუ კომპიუტერს არ შორდება, სხეულის ყველა ნაწილითა და გონებით მასშია ჩაფლული. რამდენიმე კვირის წინ მეზობლის ბავშვი მივუგზავნე, მიდი, იქნებ დედა-შვილობანას თამაშზე მაინც აიყოლიო-მეთქი. ტასომ არც აცია, არც აცხელა, მასთან ვირტუალური თამაში გადაწყვიტა და "იუთუბ-გადაცემა" ჩაურთო. შენ შენს მობილურში უყურე, მე - ჩემსაშიო, განუცხადა.
ყოველთვის ვცდილობდი, გარკვეული, მინიმალური დრო დამეწესებინა და ტექნოლოგიისთვის მაქსიმალურად ამერიდებინა, მაგრამ კრიტიკული მომენტები მაშინ მეწყება,
როცა სტუმრები მოდიან, რადგან იცის, სხვების თანდასწრებით ჩხუბს არ დავუწყებ. ამიტომ ამაყად დასეირნობს და ცხვირწინ მიტრიალებს მობილურს. ამას გარდა, ბოლო პერიოდში ისე საჭმელსაც არ მიირთმევს, თუ წინ მობილური არ წამომიჭიმა და თვალებით, გემოვნებითა თუ ოცნებით პრინცესების ცხოვრებაში არ გადაეშვა.

ტასო ჯერ პატარაა, თუმცა ჩემი მეგობრების შვილები კიდევ უარეს დღეში არიან. მათთან არც ჩხუბი ჭრის, არც ახსნა-განმარტება და მობილურის გადამალვა ხომ მთლად ისტერიკებში აგდებთ. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, უბრალოდ დავსხდეთ და დაველოდოთ, როდის განათდება მათი გონება ან როდის გაიზრდება კომპიუტერის გამოსხივება იმდენად, რომ მიკარება საერთოდ ვეღარ შეძლონ! ჰოდა, ხომ იცით, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ეს გასხივოსნება ჩემი შვილის გონებაში პირდაპირ “ბიბლუსი გალერეიდან” თუ დაიწყებოდა.

მე და ტასომ კანდელაკზე, „ბიბლუსი გალერეის“ ფილიალში სრულიად შემთხვევით შევიარეთ. წიგნების თვალიერებას ისე შევყევი, ბავშვი გვერდით რომ მეგულებოდა, გალერეის ბოლოში ძლივსღა დავლანდე, როგორ ეპრანჭებოდა კონსულტანტს. მას კი ხელში უცნაურობა ეჭირა და აშკარად რაღაცას უხსნიდა, თან აქეთ-იქით იხედებოდა, ალბათ, მეც მეძებდა. ვიფიქრე, ახლა აქაც ახალი ტექნოლოგია თუ აღმოაჩინა, სულ გადავირევი და ბოლოც მოგვეღება-მეთქი. შორიდანვე ვხედავდი ტასოს ბედნიერ სახეს და მისმა განწყობამ ათასი რამ შთამაგონა - მოსიარულე რობოტი, შინაური რობოტი ძაღლი, ხმოვანი მეგობარი... მოკლედ, რომ მივხვდი, ეს ნივთი კონსულტანტს ტასოსთვის უნდა მიეცა, ფეხს ავუჩქარე იმის შიშით, თუ ხელში დაიჭერს, აღარასდროს გაუშვებს-მეთქი. კონსულტანტმა ბავშვთან ჩაიმუხლა, მერე ტასომ გალერეას თვალი მოავლო და თითით ჩემზე ანიშნა. გოგონამ გამიღიმა:

- ძალიან ინტერესიანი ბავშვია. სანამ არ ავუხსენი, ეს რა იყო, მანამ თქვენს მოძებნაში ჩემი დახმარება არ ისურვა.

უცებ მივხვდი, რომ ფრაზა „კინაღამ ბავშვი დავკარგე“, დღეიდან მეც შემეძლო მეთქვა და ძალიან შემრცხვა. უხერხულობისგან ისევ ტასოს ვუსაყვედურე. მან კი თავისი ახალი აღმოჩენა წარმიდგინა და მივხვდი, მის გარეშე აქედან წამსვლელი არ იყო, თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ეს „აღმოჩენა“ ტექნოლოგია კი არა, ძაფების, თექის, ფურცლებისა და ბისერების ერთობლიობა ყოფილა.

კონსულტანტმა მითხრა, რომ მას კრაფტი ერქვა. სახელი კომპიუტერული თამაშის სახეობას კი მიუგავდა, მაგრამ რას დავეძებდი. იმით ბედნიერმა, რომ ტასო სხვა რამითაც დაინტერესდა, მაშინვე ვიყიდე და სახლში გამოვქანდით. აჟიტირებული ბავშვი მაშინვე კრაფტს ეცა. როგორც ჩანს, კონსულტანტს კარგად აეხსნა, რა, როგორ, სად და რანაირად უნდა გაეკეთებინა. მას შემდეგ მობილურთან ერთად ჭამაზე, ძილსა და თამაშზე უარი თქვა და „კრაფტერობა“ დაიწყო. ბოლო დღეებია მობილურს საერთოდ აღარ ეკარება და ვინ წარმოიდგენდა, თუ მას ძაფებში გაცვლიდა?

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა