თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

თმის 5 აღმდგენი ნიღაბი, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა

თაფლის ნიღაბი
1 კვერცხის გულს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი.
ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაიდეთ მიღებული ნიღაბი თმაზე. შეიფუთეთ ჯერ პოლიეთილენის პარკით, შემდეგ პირსახოცით. გაიჩერეთ 40 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

კონიაკის ნიღაბი
ერთი კვერცხის გულში გაქენით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი ან კონიაკი. ნიღაბი შეიზილეთ თმაში 30-40 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

საფუვრის ნიღაბი
საფუვრის ფხვნილი გახსენით კეფირში (დაიცავით თანაბარი პროპორციები) თხელი ფაფის კონსისტენციამდე. შეიზილეთ ნიღაბი თმაში,
გაიჩერეთ 30-40 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თმის ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი
აიღეთ 1 ლიმონი და კამფორის ზეთის 1 ბოთლი (იყიდება აფთიაქში). ლიმონისგან გამოწურეთ წვენი და შეურიეთ მთლიან ფლაკონ ზეთს – თმის სამკურნალო საშუალება მზად არის. მასა კარგად შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ შეიფუთეთ ჯერ ცელოფნით, შემდეგ დაიხურეთ შალის ქუდი და გაიჩერეთ მთელი ღამით.
"მჟავე" ნიღაბი
თმასა და თავის კანში შეიზილეთ კეფირი, არაჟანი ან მაწონი (თითოეულში შეგიძლიათ შეურიოთ ცოტაოდენი მარილი). თმა შეიფუთეთ ცელოფნით, შემდეგ კი პირსახოცით, გაიჩერეთ 1-2 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა