თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

"ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი დაგვიანებულია" - პაატა სალია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელს გამოეხმაურა.

სალიას აზრით, მათი სარჩელი დაგვიანებულია, ამ სარჩელის წარდგენა სულ მცირე, 2014 წლამდე უნდა მოეხერხებინათ.

„ნაადრევია ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავება არის ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ იმ სარჩელსა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში ქიბარ ხალვაშმა მიმართა ათწლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა. სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმული არ იყო ქიბარ ხალვაშის სარჩელი, დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ვნახოთ როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა ამ შემთხვევაში, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებით წარდგენილი. მათ ამ სარჩელის წარდგენა როგორც მინიმუმ, უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე" - აღნიშნა სალიამ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა