თეგებით ძიება
17. 10. 2019 News-ები

12 რამ, რაც საღამოს უნდა გააკეთოთ და ბევრი დილით აკეთებს

"ამაზე ხვალ დავფიქრდები" - ამბობდა სკარლეტ ო\'ჰარა. თუმცა, როგორც მეცნიერული კვლევები ადასტურებს, ზოგიერთი საქმე უმჯობესია საღამოს გააკეთოთ, ვიდრე დილით ადრე.
1. ცოტა ხაჭო ან ხორცი
საღამოს კვებაზე თუ უარს ამბობთ, უძილობას დაეჩვევით. უმჯობესია, ხაჭო ან ხორცი მიირთვათ, ვიდრე ბოსტნეულის ულუფა, რომელიც მუცლის შებერილობას იწვევს.

2. სეირნობა

ძილის წინ გასეირნება გაგიუმჯობესებთ ძილს და შეიძლება ახალი იდეებიც დაგებადოთ. იცით, რომ პრობლემების მოსაგვარებლად მარკ ცუკერბერგი (Facebook-ის დამაარსებელი) და კეიჯ დორსი (Twitter-ის დამაარსებელი) ძილის წინ სეირნობენ?..

3. გეგმის შედგენა
ცნობილია, რომ საღამოს შედგენილი გეგმის დილით განხორციელება გაცილებით მარტივია.

4. ოთახის განიავება

სიგრილე ეხმარება ორგანიზმს, ენერგია დაწვას. შედეგად ზედმეტ წონას იკლებთ.

5. მოამზადეთ ხვალის სამოსი და სადილი

დაზოგავთ დროს და ნერვებს, როცა წინასწარ გეცოდინებათ, რა უნდა ჩაიცვათ და მოამზადოთ.

6. იოგა და მედიტაცია

ძილის წინ 10-წუთიანი იოგა ან მედიტაცია მოგადუნებთ, ძილს გაგიუმჯობესებთ და დილითაც უკეთესად გაიღვიძებთ.

7. ცხელი შხაპი

დაიმშვიდებთ ნერვებს, გაისუფთავებთ ფორებს, დაგირეგულირდებათ სისხლში გლუკოზა, მოგიდუნდებათ ხერხემალი, რაც 8-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ უმნიშვნელოვანესია.

8. წიგნის კითხვა

სასექსის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძილის წინ რამდენიმე თავის წაკითხვა მოგადუნებთ და ძილისთვის განგაწყობთ. თუმცა, ეცადეთ, ეს არ იყოს ნოუთბუქი, სმარტფონი, არამედ წიგნი.


9. კივი საღამოს უფრო სასარგებლოა

C და E ვიტამინები აუმჯობესებენ ტვინის ნეირონებს, პასუხს აგებენ ძილის ციკლსა და სეროტონინის გამომუშავებაზე. ლიმონით არ ჩაანაცვლოთ კივი. ლიმონი აფხიზლებს ორგანიზმს.

10. ალუბლის წვენი

ის აუმჯობესებს ძილს, ეხმარება ორგანიზმს ტრიფტოფანის გამომუშავებაში. თუ ალუბლის წვენი არ გიყვართ, ჩაანაცვლეთ ზღვის წყალმცენარეებით. ისინი მდიდარია ომეგა 3-ით და აუმჯობესებენ ძილს.


11. თმის დავარცხნა
მოგაცილებთ მკვდარ უჯრედებს, ამასაჟებს თავის კანს. ამასთანავე, თუ არ გსურთ, ცხიმიანი და მტვრევადი თმა გქონდეთ, თმა ძილის წინ დაივარცხნეთ.


12. გააანალიზეთ დღე
საღამოს გაიხსენეთ, რა მოხდა დღის განმავლობაში. ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი მომენტები. გააანალიზეთ, რა გაკლიათ წარმატების მისაღწევად.

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა