თეგებით ძიება

ტოპ 4 ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე ლამაზი ფეხებით

ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ. სინამდვილეში, არა მარტო დავობენ, ხელითაც კი ეხებიან ერთმანეთს - აღარაფერს ვამბობ უშვერი სიტყვების ძახილსა და ურთერთშეურაცხყოფაზე. აღქმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ადვილად შეიძლება ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ლამაზი, ნაკლებად ლამაზი და უშნო ფეხები. გთავაზობთ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომელსაც შეუდარებელი ფეხები აქვს:



1. თხის რქა

ყველაზე ლამაზი ფეხების კონკურსი რომ ჩატარებულიოყო, პირველ ადგილს მაინც თხის რქა დაიკავებდა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ჭკუას აკარგვინებენ მამაკაცებს თავიანთი სიარულის მანერით, ფეხის ფეხზე გადადებით, დგომითა და ნებისმიერი მოძრაობით. თუ სოციალურ ქსელში გყავთ მეგობარი, რომელიც ფოტოებით ყოველთვის თავის ლამაზ ფეხებს უსვამს ხაზს, ის უსათუოდ თხის რქაა. მამაკაც თხის რქებსაც სწორი ფეხებით გამოარჩევთ. მათ იდეალური მონაცემები აქვთ მოდელობისთვის.


2. ვერძი

იშვიათად შეხვდებით ვერძს, რომელსაც ჩამოთლილი ფეხები არ აქვს. მისი ბარძაყები და წვივები საუცხოო პროპორციისაა. მაშინაც კი, თუ ვერძი წონაში იმატებს, მისი ფეხი ფორმას ინარჩუნებს და თანაბრად სუქდება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ძალიან უხდებათ მოკლე კაბები და შორტები.

3. სასწორი

სასწორს არა მარტო ფეხები აქვს ლამაზი, მთლიანად მშვენიერია. ვარსკვლავებმა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები კარგი აღნაგობით დააჯილდოეს. სექსუალური, გრძელი ფეხებით ადვილად ექცევიან ყურადღების ცენტრში.

4. მშვილდოსანი

მშვილდოსნები გამოირჩევიან თხელი წვივებითა და ლამაზი მოყვანილობის მუხლებით.

წყარო:astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა