თეგებით ძიება
18. 10. 2019 News-ები

დედებს და მამებს: 15 რამ, რაც მოზარდმა თავად უნდა გააკეთოს

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დამოუკიდებლობას ბავშვი სამი წლიდან უნდა შეაჩვიოთ. ამ ასაკში მას დამოუკიდებლად ჩაცმა უნდა შეეძლოს. 9 წლისამ დამოუკიდებლად უნდა ჩაალაგოს სასკოლო ჩანთა. საინტერესოა, კიდევ რა უნდა გააკეთოს დამოუკიდებლად მოზარდმა?
გამომუშავებული უნდა ჰქონდეს დღის რეჟიმი. ერთ დროს დაწოლა და ერთ დროს ადგომა. ეს დიდობაში გამოადგება.
უნდა შეეძლოს ჰიგიენის დაცვა: კბილების გახეხვა, ყოველდღიურად შხაპის მიღება, თმის მოწესრიგება. ასწავლეთ დეზოდორანტისა და სხვა საშუალებების გამოყენება.
საკუთარი სტილი უნდა ჰქონდეს შერჩეული. მაღაზიაში თავად ირჩევდეს სამოსს. პერიოდულად დადიოდეს სალონში.
12-14 წლის მოზარდს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს საკუთარი სამოსის გარეცხვა.
უნდა იცოდეს და აკეთებდეს მარტივ კერძებს. შეძლოს სუფრის გაშლა-ალაგება.
ალაგებდეს საკუთარ ოთახს, აკეთებდეს მარტივ საოჯახო საქმეებს (ჭურჭლის გარეცხვა, მტვერსარუტით დალაგება).
არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ გაკვეთილები მოამზადოს.

იცოდეს ფულის ყადრი და მისი სწორად ხარჯვა.
ყოველდღიურად მოზარდს უამრავ ადამიანთან უწევს შეხვედრა. მას უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანთან საუბარი.
თავადაც უნდა დადიოდეს სტუმრად და მეგობრების მასპინძელიც უნდა იყოს. მათთვის საჩუქრების შერჩევა კი თავად უნდა შეეძლოს.

საკუთარ მაგალითზე ასწავლეთ, რომ ნებისმიერი საქმის შესრულებისას მადლიერი უნდა იყოს. მაგალითად, დალაქს მადლობა გადაუხადეთ თმის მოწესრიგებისთვის. კაფეში მიმტანს "ჩაი" დაუტოვეთ. ამით თქვენი მოზარდი მიხვდება, რომ ყველანაირი შრომა დასაფასებელია.
უნდა ვარჯიშობდეს, აკონტროლებდეს ჯანმრთელობას. უმნიშვნელო ცვლილების შესახებ აცნობოს მშობელს.
უნდა შეეძლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ქუჩაში ორიენტირება. იცოდეს მოძრაობის წესები.
ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს მომხდარზე. საჭირო დრო შეეძლოს დახმარების ("სასწრაფო", პატრული, მაშველები) გამოძახება.
პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქცევაზე, დანაშაულზე, საქციელზე.

წყარო:marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა