თეგებით ძიება

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - კომფორტსა და ოჯახურ სიმყუდროვეს საჭიროებთ. ნაკლები იფიქრეთ სამუშაოზე. დაეხმარეთ ახლობლებს იდეების განხორციელებაში.

კურო - გემრიელი კერძებითა და მეგობრებთან გულითადი საუბრებით გაინებივრეთ თავი. ზოგიერთი კომპლიმენტს, კარგ ამბავს გაიგებს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი - მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა საყიდლებისთვის. თუ მატერიალური პრობლემები გაქვთ, ფულის სასესხებლად ახლობლებს მიმართეთ.

კირჩხიბი - თამამად გამოავლინეთ თქვენი გრძნობები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს ეწვიეთ თეატრს, მოუსმინეთ მუსიკას, წაიკითხეთ წიგნი.

ლომი - ოჯახური მყუდროება და კომფორტი მოგენატრებათ. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ ან სასიამოვნო წიგნი წაიკითხეთ. კარგია ხანმოკლე მგზავრობა ან ჰაერზე გასეირნება.

ქალწული - სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. გაიუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა.

სასწორი - დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, შვილებთან. კარგი დღეა პროდუქტების, დეკორის შესაძენად.

მორიელი - ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და არ გაგიჭირდებათ საჭირო დროს საჭირო სიტყვების გამონახვა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგ ამბავს გაიგებთ.

მშვილდოსანი - მეტი ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოებას, ფინანსური და საოჯახო საქმეების მოგვარებას. კარგი დღეა საიდუმლო პაემნისა და საუბრებისთვის.

თხის რქა - კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისა და საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრებისთვის. საქმეებში გამოავლინეთ ინიციატივა. იყავით მეტად დიპლომატიური.

მერწყული - დილა საქმეებს დაუთმეთ, რადგან საღამოს ოჯახური სიმყუდროვე მოგენატრებათ. თქვენს მზრინველობას საჭიროებენ ოჯახის წევრები და შინაური ცხოველები.

თევზები - კარგი დღეა მგზავრობისა და სიყვარულისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. დაეხმარეთ ბავშვებს სილამაზის აღქმაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა