თეგებით ძიება
21. 10. 2019 News-ები

რუსმა ჰაკერებმა 35 ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლო მასალებზე წვდომა მოიპოვეს

რუსმა ჰაკერებმა ირანული ჰაკერული ჯგუფი დაჰაკეს, რათა რამდენიმე ქვეყნისთვის ეთვალთვალათ და საჭირო ინფორმაციები შეეგროვებინათ,- ინფორმაციას ავრცელებს SKYNEWS-ი

რუსი ჰაკერების გაერთიანება სახელად „TURLA“ იყენებდა ირანული ჰაკერების ჯგუფის, “OILRIG”-ის სახელს, რათა სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებებზე მოეპოვებინათ ინფორმაციები.,- ამის შესახებ გამაოქვეყნა მოხსენება აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა.

კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) გამოძიება 2017 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის აკადემიურ ინსტიტუტებზე კიბერშეტევა განხორციელდა რუსული ჯგუფებისგან.

თვეების განმავლობაში ჩატარებული გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ რუსული ჯგუფი მიზნად ისახავდა ირანში დაფუძნებული ჯგუფის ხელთარესებული ჰაკერული სადაზვერვო რესურსების გამოყენებას, რითაც საშუალება ეძლეოდათ წვდომა ჰქონოდათ უცხოური ქვეყნების სახელმწიფოზე უწყებების საიდუმლო მასალებზე.

გამოძიების შედეგად აღოაჩინეს, რომ 35 ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელდა ჰაკერული შეტევა, უმრავლესი მათგანი კი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო იყო. თავდასხმის მოტივი იყო სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტების მოპოვება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხორციელებული შეტევის შესახებ ირანულმა სამართალდაცავმა უწყებებმა არაფერი იცოდნენ.

ავტორი:
ოთო კონჯარია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა