თეგებით ძიება

Mr and Misis smith - ზოდიაქოს წყვილები, რომელთა სიყვარულს ჩხუბი აძლიერებს

ალბათ გაგიგონიათ - "სიყვარულიდან სიძულვილამდე სულ ერთი ნაბიჯიაო". ხშირად ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ინტერესი გარკვეული კონფლიქტური სიტუაციის შედეგად უჩნდებათ. ზოგი ამას "სტოკჰოლმის სინდრომსაც" უწოდებს (მსხვერპლის მიერ მოძალადის მიმართ გაჩენილი გრძნობა). თუმცა ღრმად ფსიქოლოგიურ კვლევებს ჩვენს სტატიაში ნამდვილად არ მოვყვებით და ვეცდებით ასტროლოგიურ ჭრილში გაგაცნოთ ის წყვილები, ვის შორისაც სიყვარულის ნაპერწკალი ხშირად კონფლიქტური სიტუაციების შედეგად ღვივდება.

ვერძი - მორიელი მათ შორის ან დიდი მტრობაა ან უსაზღვროდ დიდი სიყვარული. ერთიც და მეორეც გამოკვეთილი ბრძოლისუნარიანობით, პრინციპულობითა და აგრესიულობით გამოირჩევა. განსხვავება ისაა, რომ ვერძი აგრესიას ღიად ავლენს, მორიელი კი ფარულად. მას შესანიშნავად გამოსდის ვერძის დაღლა ემოციურად, რის ხარჯზეც გამარჯვება მას რჩება ხოლმე. თუმცა ზუსტად მორიელი აცნობიერებს, რომ ვერძი ალალი და უბოროტოა, რასაც იგი ძალიან აფასებს ადამიანებში. მისგან მორიელი არ ელის დარტყმას ზურგს უკან. ვერძს კი თავის მხრივ მორიელის ძლიერი სული და ნებისყოფა იზიდავს. ამ წყვილს შორის ურთიერთობა ხშირად ვითარდება კონფლიქტების მთელი სერიის შემდეგ და დიდ, ხანგრძლივ სიყვარულში გადაიზრდება.

ტყუპი - მშვილდოსანი ერთსაც და მეორესაც ენა უჭრის თან საკმარისზე მეტად. ორივეს ღრმად სწამს ასევე იმის, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთ იცის ყველაფერი. მოკლედ, ორი "დიდი ტვინიკოსის" შეხვედრაა, რომელიც აუცილებლად დაიწყება ხმაურიანი პოლემიკით სხვადასხვა თემაზე (მათ შორის შესაძლოა ეს იყოს პოლიტიკაც). მშვილდოსანი მასშტაბურად აზროვნებს და ლოგიკაში მოიკოჭლებს, მაშინ როცა, ტყუპი მას აუცილებლად "გამოიჭერს" უზუსტობებში და ინფორმაციულ ომს ზუსტად რომ არგუმენტირებულ კამათში მოუგებს... ასე ვთქვათ: "ფაქტებს ცხვირზე ააფარებს". თუმცა, მშვილდოსანი რისი მშვილდოსანი იქნება თავხედს ჭკუა რომ არ ასწავლოს, თანაც სახალხოდ აიგდებს მასხრად. თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს ამ ორს შორის დიდი კონფლიქტიდან დიდ მიზიდულობას. რომლის შემდეგაც მათი "ომი" უკვე საძინებელში გაგრძელდება.

მერწყული - ლომი მერწყული, რომელიც თავის გუნებაზე მოსეირნე კატას წააგავს, საშინლად აღიზიანებს ამაყ და თავმოყვარე ლომს, რომელიც მიჩვეულია ამქვეყნად ყველა და ყველაფერი აიყვანოს კონტროლზე. თუმცა როდის იყო, ჰაერი ჭიქაში მომწყვდევას ექვემდებარებოდა? მერწყული კი თავის მხრივ არცთუ დიდი სიმპათიით განეწყობა ამ გაბღენძილი სნობის მიმართ. მას ხომ საშინლად სძულს ხალხი, ვინც სნობური გამოხდომებით გამოირჩევა. სინამდვილეში კი არც ერთია სნობი და არც მეორე თავქარიანი. მათ შორის ბევრი საერთოა და როცა ისინი ამას გააცნობიერებენ, ერთმანეთისთვის საუკეთესო მოკავშირეები და მეგობრები გახდებიან. მეგობრობიდან სიყვარულამდე კი სულ რაღაც ნაბიჯია... ან სულაც ნახევარი ნაბიჯი.













წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა