თეგებით ძიება
22. 10. 2019 News-ები

როგორ უნდა შეინარჩუნოთ ფორმა შიმშილის გარეშე? - რჩევები სუპერმოდელებისგან გაუზიარე მეგობრებს

იდეალური წონისა და სხეულის ფორმის შენარჩუნება ბევრისთვის რთული ამოცანაა. ქალების დიდი ნაწილი მკაცრ დიეტებს მიმართავს სასურველის მისაღწევად. სუპერმოდელები გვირჩევენ, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ იდეალური ფორმა შიმშილის გარეშე.

1. ჰეიდი კლუმი - სუპერმოდელსა და 4 შვილის დედას ხშირად ეკითხებიან, თუ როგორ ინარჩუნებს იდეალურ ფორმას და ახალგაზრდულ იერს. ჰეიდი ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული დიეტა, რომელსაც ის იცავს. მთავარი წესი, რომელსაც არასოდეს არღვევს ეს არის ის, რომ ყოველთვის სახლში მომზადებულ საკვებს მიირთმევს და არასოდეს ჭამს გარეთ. სუპერმოდელს კიდევ ერთი საიდუმლო აქვს. ის არასოდეს ჭამს საღამოს ექვსი საათის შემდეგ.


2. ჟოზეფინ სკრაივერი - სუპერმოდელი ყოველ დილით ვარჯიშობს და ჯანსაღ საკვებს მიირთმევს. თუმცა აქვს დღეები, როცა ჭამს იმას, რაც სურს. ზოგჯერ აძლევს თავს უფლებას მიირთვას პიცა, ბურგერები, შოკოლადი და ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც უყვარს.


3. ბელა ჰადიდი - მოდელი განმარტავს, რომ ის ყოველ დღე მიირთმევს გრილზე მომზადებულ ყველსა და „ფრის“, კეჩუპთან ერთად. ზოგჯერ თავს პიცის მირთმევის უფლებას აძლევს, რადგანაც ის განსაკუთრებით უყვარს. მიირთმევს საჭმელს მცირე ულუფებით.


4. ქენდალ ჯენერი - მოდელის „ინსტაგრამის“ გვერდს თუ დააკვირდებით, ის ხშირად პოსტავს ფოტოებს, რომლებზეც არაა ჯანსაღი საკვები აღბეჭდილი, თუმცა გარდა ამისა, ქენდალი თავის გამომწერებს ჯანსაღი დიეტის რეცეპტებსაც უზიარებს. ქენდალი უპირატესობას ანიჭებს ბოსტნეულს და მისი სილამაზის საიდუმლოც სწორედ ესაა.


5. ლისა ლორლსი - ლისა მოდური ბლოგერია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პროპაგანდას. ბლოგერი არ ითვლის კალორიებს, მაგრამ მისთვის ამოსავალი წერტილია ჯანსაღი საკვების მირთმევა, რომელიც მდიდარია ვიტამინებით. ლისა გვირჩევს, რომ მივირთვათ ჯანსაღი საკვები და დავლიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი.


6. მირანდა კერი - გაღვიძებისას სუპერმოდელი მიირთმევს ცხელ, ლიმონიან წყალს. დღის განმავლობაში ის მიირთმევს ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, კალმახს, ან შემწვარ ქათამს.


7. ალესანდრა ამბროსიო - სუპერმოდელი დილით მოხარშულ კვერცხსა და ავოკადოს მიირთმევს. დღის განმავლობაში მიირთმევს შემწვარ ქათამს, თევზს, ან სუშის. მისი კვების რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მწვანე ჩაის.


8. როსი ჰანტინგთონ უაითლი - როსი უარს ამბობს რძის პროდუქტებზე, ასევე შაქრიან პროდუქტებზე.


9. კარა დელევინი - მოდელი მიირთმევს ყველანაირ საკვებს, თუმცა შედარებით მცირე ულუფებს.


10. ჯიჯი ჰადიდი - სუპერმოდელს ძალიან უყვარს გემრიელად ჭამა, თუმცა ცდილობს ჯანსაღი საკვები მიირთვას. ჯიჯის ძალიან უყვარს არაჯანსაღი საკვები, ბურგერები, თუმცა მხოლოდ ერთ ლუკმას მიირთმევს ხოლმე.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა