თეგებით ძიება
22. 10. 2019 News-ები

სოხუმი, გუდაუთა, ახალი ათონი და ბიჭვინთა ელექტროენერგის გარეშე რჩებიან

აფხაზური მედიის ცნობით, 23 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის საკვანძო ქალაქები სოხუმის ჩათვლით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩებიან.

შეფერხების მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. დენის მიწოდება ამ ქალაქებში 23 ოქტომბერს, დილის 7:30 საათზე გაითიშება და 18:00 საათამდე არ განახლდება.

"ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობას - გაგებისთვის", - ნათქვამია "ჩერნომორენერგოს" ოფიციალურ განცხადებაში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა