თეგებით ძიება

"მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს..." - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

პორტალი ფორტუნა 24 ოქტომბრის დეტელურ ასტროლოგიურ პროგნოზს ავრცელებს.

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ინტუიტიური და გამბედავი მორიელის, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ნაკლები ისაუბრეთ და მეტი მოუსმინეთ სხვას, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და ობიექტურად შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების ჩასატარებლად, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღმავებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გამოცდების ჩაბარება და ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. სასიკეთო დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად და დიეტის დასაწყებად. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რათა თავიდან აიცილონ დაავადების გამწვავება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და ყავისფერი, ასევე მალაქიტი, აგატი, ონიქსი, ოპალი, ყვითელი მა მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.













წყარო:newposts.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა