თეგებით ძიება

რა არის თქვენი "კარმული მისია" და რომელ პროფესიაში მიაღწევთ წარმატებას?

ასტროლოგიური პრინციპების მიხედვით, ნებისმიერი ადამიანის ამქვეყნად დაბადება, კონკრეტული მისიით ხდება. თუმცა, ჩვენ, გარდა ზემოთ ხსენებული მისიისა, წინა ინკარნაციაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილებაც მოგვყვება თან, ყოველ ახალ ინკარნაციაში მოვლინებისას. ხშირად ეს გამოცდილება, იმ შეცდომების შესახებაც მოიცავს ინფორმაციას, რომლებიც წინა ინკარნაციისას დავუშვით და მათი მეშვეობით თავი დავიზარალეთ ან სულაც სხვას დავუშავეთ რამე. ადამიანის მიერ წინამორბედ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებას და იმას, თუ ახლანდელი ცხოვრების მანძილზე, კონკრეტულად რა თვისებები უნდა განავითაროს მან საკუთარ თავში, მთვარის კვანძების ე.წ. რახუს და კეტუს მდებარეობა მიუთითებს. იმის მიხედვით თუ რომელ ნიშანში, ზოდიაქოს მერამდენე სახლში და რა სახის ასპექტაციით ხასიათდება ჩვენს პირად რუკაში კეტუს – ანუ დაღმავალი კვანძის მდებარეობა, ასტროლოგს შეუძლია ივარაუდოს, თუ რა სახის ნეგატიური გამოცდილება დაგვიგროვდა ჩვენ წინა ინკარნაციის მანძილზე, ხოლო რახუს მდებარეობა პირიქით, მიგვანიშნებს იმაზე, თუ კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება, საიმისოდ, რომ აღმავალი კვანძის დანიშნულება პირნათლად შევასრულოთ და წარსულის შეცდომები მაქსიმალურად გავანეიტრალოთ.


არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ სწორედ რახუს მდებარეობის მიხედვით საზღვრავენ ასტროლოგები ასევე იმას, თუ რა პროფესიაა პიროვნებისთვის ყველაზე მეტად მისაღები და გამოსადეგი. ეს იმიტომ რომ, სწორედ აღმავალი კვანძის სფერობში მოღვაწეობა იძლევა შანსს საიმისოდ, რომ ჩვენში რახუს პოტენციალი განვავითაროთ და აღმავალი მისია პირნათლად შევასრულოთ. ასე მაგალითად, ბევრი მსახიობი იბადება აღმავალი კვანძით ლომის ზოდიაქოში. ეს იმიტომ, რომ ლომი თეატრალურ ხელოვნებას "კურირებს", თუკი ყოველივე ზემოთ ქმულთან ერთად, თქვენი რახუ ლომის ზოდიაქოს გარდა, მეხუთე ანუ ლომისვე სახლშია განთავსებული, ეს ერთიორად ამტკიცებს იმის ალბათობას, რომ თქვენში სამსახიობო ტალანტი, საშუალოზე ბევრად მაღალი იქნება. თუმცა, რახუს ამგვარი კომბინაცია მარტოოდენ სამსახიობო ნიჭით როდი ხასიათდება, აღმავალი კვანძი
ლომში ზოგადად ლიდერის თვისებებსა და ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების პერსპექტივებზეც მიუთითებს ამა თუ იმ ადამიანის რუკაში. ზუსტად იმავე პრინციპით ხდება იმ პროფესიის განსაზღვრა, რომელსაც სასურველია არასოდეს მოვკიდოთ ხელი თუკი ჩვენი დაღმავალი კვანძი ანუ კეტუ ამ პროფესიის აღმნიშვნელ ნიშანში იმყოფება. ასე მაგალითად, ადამიანისთვის, რომელიც დაღმავალ კვანძს ქალწულის ზოდიაქოში ფლობს, უკუჩვენება აქვს სამედიცინო პროფილის მქონე ნებისმიერ საქმიანობას. ყველაფერ ამასთან ერთად, თუ მის პირად კომსოგრამაში, შავი მთვარის ანუ ლილიტის იგივე ქალწულის ზოდიაქოში მდებარეობაც ამძიმებს სურათს, ასტროლოგიურად ამგვარი ადამიანისთვის ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია სამედიცინო პრაქტიკა. რადგან შანსი იმისა, რომ მისი დაღმავალი კვანძის განვითარება, პლუს ლილიტის გააქტიურება, მას როგორც პროფესიონალს, დიდ წარუმატებლობასა და ხშირად ტრაგიკულ შემთხვევებსაც უქადის პროფესიულ სარბიელზე.

რახუს (აღმავალი კვანძი) და კეტუს (დაღმავალი კვანძი) გრაფიკული გამოსახულებები

პროფესიები რახუს და კეტუს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანში განლაგების მიხედვით

ვერძში - სამხედრო სფერო, სპორტული სარბიელი, იურისპუდენცია.

კუროში - ფინანსები, მენეჯმენტი, კვების ობიექტები, კოსმეტიკური საშუალების წარმოება.

ტყუპში - საგამომცემლო საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რეკლამა, კრეატივი.

კირჩხიბში - სარესტორნო ბიზნესი, ბიზნესი სახლიდან, ანტიკვარიატით ვაჭრობა.

ლომში - თეატრალური ხელოვნება, სარეკლამო ან პიარის სფერო.

ქალწულში - სამედიცინო სფერო, ფარმაცია, სოციალური სამსახური, მენეჯმენტი.

სასწორში - სახელოვნებო სფეროები, მოდის ინდუსტრია, საკონსულტაციო საქმიანობა.

მორიელში - კვლევითი სფერო, ძალოვანი სტრუქტურა, საგამოძიებო საქმიანობა, კრიმინალისტიკა.

მშვილდოსანში - პედაგოგიური საქმიანობა, საერთაშორისო ურთიერთობები, სპორტული სარბიელი.

თხის რქაში - პოლიტიკა, მართვა და მენეჯმენტი, ადმინისტრაციული სფერო.

მერწყული - ინტერნეტ-კომერცია, მარკეტინგი, ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება.

თევზებში - სარეჟისორო საქმიანობა, ფსიქოლოგია, სოციალური სამსახური.

წყარო:astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა