თეგებით ძიება

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. მშვიდად შეხვდით ინფორმაციებსა და სიახლეებს. უმჯობესია, სიტუაციSი გარკვევას დაელოდოთ.

კურო - ჯერ გაარკვიეთ რას ითხოვე თქვენგან და მერე აქტიურად ჩაებით საქმიანობაში. ადამიანებზე კარგი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მოგეცემათ.

ტყუპი - გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენი იდეებით დაინტერესდებიან. იყავით პოზიტიურად განწყობილი და მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

კირჩხიბი - თუ შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, გააცანით ის იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც გსურთ, რომ განახორციელოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით.

ლომი - სასიამოვნო, მშვიდი დღე გელით. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს. შეხვდით თქვენთვის
სიანტერესო ადამიანებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება მოულოდნელი წყაროდან მიიღოთ.

ქალწული - მიმოიხედეთ, გარშემო საინტერესო ადამიანები და მოვლენები გახვევიათ. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ გაგიმართლათ, ასეთი კარგი ახლობლები რომ გყავთ.

სასწორი - მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები, მაგრამ უიმედო იდეების განხორციელებას მხარს ნუ დაუჭერთ. დახმარება მხოლოდ ერთგულ ადამიანებს სთხოვეთ.

მორიელი - დღეს საერთო ენას კონკურენტებთანაც კი გამონახავთ. მოერიდეთ სამსახურში რომანის გაბმას. მეტი პატივისცემა გმართებთ უფროსი ადამიანების მიმართ.

მშვილდოსანი - დღეს ყველა რაღაცის სათხოვნელად მოვა თქვენთან. ეცადეთ, არ გააწბილოთ მათი მოლოდინი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა - გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ. საკუთარი რესურსი ფრთხილად გაანაწილეთ. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, კავშირებისგან.

მერწყული - კრეატიული ხართ ყველა სფეროში. გარშემო მყოფები ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის. თბილ სიტყვებს მოწყენილი ადამიანებისთვის ნუ დაიშურებთ.

თევზები - ენერგიული და პოზიტიური ხართ. ეცადეთ, კეთილი საქმეები შეასრულოთ. დღეს ვერაფერი შეგიშლით ხელს წარმატების, გამარჯვების მიღწევაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა