თეგებით ძიება

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ეს დღე ისეთი მშვენიერი იქნება, რომ ხშირად და კარგად გაიხსენებთ . გაატარეთ დღევანდელი საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად.

კურო - გამორთეთ რადიო, გათიშეთ ტელევიზორი, ნუ დახარჯავთ დროს უსარგებლო გადაცემების ყურებაში. დღეს შეეცადეთ შეზღუდოთ ინფორმაციის მიღების ჩვეული წყარო, საუკეთესო დღეა ბუნებაში გასატარებლად.

ტყუპი - დღეს გექნებათ მიზეზი საღამოს გაერთოთ ყველაზე ახლო მეგობრების წრეში. დაურეკეთ იმათ ვინც თქვენს ინტერესებს იზიარებს. თუ კარგად გათვლით შემადგენლობას საღამო დასამახსოვრებელი იქნება და სასიამოვნო ატმოსფეროში მოგიწევთ დროის გატარება.

კირჩხიბი - დღეს კარგი დღეა საკუთარი გარეგნობის მისახედად. კარგი იქნება ვარცხნილობის შეცვლა, მაღაზიებში გავლა და გარდერობის განსაახლებლად საუკეთესო დღეა.

ლომი - გულწრფელი საუბარი მეგობართან ბევრ უპასუხო შეკითხვას წარმოშობს. აღმოაჩენთ, რომ ადამიანი რომელთანაც მთელი ცხოვრებაა მეგობრობთ თქვენთვის აბსოლიტურად უცხოა, თუმცა ის სიახლე რასაც მასში აღმოაჩენთ, კიდევ უფრო უკეთესი მხრიდან წარმოაჩენს.

ქალწული - დღეს თავგადასავლებისკენ გაგიწევთ გული, თუმცა სიფრთხილე გმართებთ. საღამოს უმჯობესია გაანალიზოთ მომხდარი მოვლენები და მიღებული შედეგები გაითვალისწონოთ სამომავლოდ.

სასწორი - მოიკრიბეთ ძალები და წარმატებაც თქვენი მეგზური იქნება. წინ გელით საინტერესო თავგადასავლები, წარმატება სიყვარულში და საუკეთესო ემოციები. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური ოპერაციების დროს. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

მორიელი - საკმაოდ პრობლემური დღე გელით. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ ეცადეთ კარგად გაეცნოთ სიტუაციას. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა თავი აარიდოთ ოჯახში პრობლემებს.

მშვილდოსანი - დღეს, ცხოვრება გარკვეულ სიტუაციაში მოგახვედრებთ, რომელიც წარმატებებს გპირდებათ, მაგრამ თავბრუ არ დაგეხვეთ, მიყევით დინჯათ და დაფიქრებით.

თხის რქა - განსაკუთრებული წარმატება ტექნიკურ სფეროში მომუშავეებს ელით. ეს პერიოდი იდეალურია ფინანსური ოპერაციებისათვის. უქმე დღეები საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.

მერწყული - დღეს მძიმე და დაძაბული მუშაობა მოგიწევთ, საღამოს დასვენებას თუ გადაწყვეტთ უმჯობესია მობილური გათიშოთ.

თევზები - დღეს კარგია სამოგზაუროდ წასვლა მეგობრებთან ერთად. რათა სრულიად აღიდგინოთ ენერგია შემდეგი წარმატებების მისაღწევად. ერთი დღის დასვენება თქვენთვის მთელი წლის ენერგიას შეგძენთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა