თეგებით ძიება

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეცადეთ, ბოლო დროს გართულებული ურთიერთობები მოაგვაროთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ნათესავებსა და მეგობრებს. სანამ ახალ საქმეს დაიწყებდეთ, ძველი დაასრულეთ.

კურო
სურვილი გაქვთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, თუმცა მოვლენების დაჩქარება არ ღირს - ყველაფერი შეიძლება ისედაც შეიცვალოს. შესანიშნავი ინტუიცია დაგეხმარებათ, გარშემომყოფი ადამიანები სწორად შეაფასოთ. მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო კავშირების განახლება.

ტყუპები
ნერვებს გაუფრთხილდით - მოსალოდნელია კონფლიქტი მეგობრებთან ან ნათესავებთან. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლა მოგინდეთ, მაგრამ მოვლენები არ დააჩქაროთ - ეს დღე რადიკალური ცვლილებებისთვის შეუფერებელია. გამორიცხული არ არის ძველი სასიყვარულო კავშირების განახლება.

კირჩხიბი
ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც შინაგანი შფოთვა მოსვენებას არ გაძლევდეთ. თავი შეიკავეთ ოჯახური საქმეებისგან და კარგად დაისვენეთ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, თორემ თავის ტკივილს ვერ გადაურჩებით. სასურველია ახალი სამოსის ჩაცმა, რაც თქვენს ცხოვრებაში სიახლეს შემოიტანს.

ლომი
პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელი შეხვედრა, მეგობრული რჩევა ან ნათესავების დახმარება ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. ერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას და გადაღლას.

ქალწული
ახალი წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება. გამორიცხული არ არის, რომ მძიმე პირობებთან შეგუება მოგიწიოთ. პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელით. სავარაუდოდ, ეს პროცესი მტკივნეული იქნება, ამიტომ ძალებსა და ნერვებს უნდა გაუფრთხილდეთ. სამომავლო გეგმების შედგენამდე ძველი საქმეები დაასრულეთ.

სასწორი
მძიმე დღეა. მოსალოდნელია გარშემომყოფ ადამიანებთან კონფლიქტი. კარგი იქნება, თუ ამ დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ და ამისთვის უფრო შესაფერის დროს დაელოდებით. დღის მეორე ნახევარში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან კონტაქტი წარმატებული იქნება.

მორიელი
ამ დღეს მორიელებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იწყება. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ნაცნობობისთვის და სამომავლო გეგმების შედგენისთვის. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ, რადგან სერიოზული წინააღმდეგობა და დიდი უსიამოვნებები გელით. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. მხოლოდ სიმშვიდისა და საკუთარი თავის რწმენის დახმარებით შეძლებთ, სირთულეებს გაუმკლავდეთ.

მშვილდოსანი
თქვენი პირდაპირობა შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ძველი სასიყვარულო კავშირების განახლება.

თხის რქა
ამ დღის პრობლემები მთლიანად ფინანსებს უკავშირდება. სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ცვლილებები გელით. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული
ამ დღეს პლანეტები თქვენს მხარეზე არიან. ინტუიცია და წინდახედულება დაგეხმარებათ, რომ ერთადერთი, ყველაზე საჭირო გადაწყვეტილება მიიღოთ. გამორიცხული არ არის რისკი და თამამი გადაწყვეტილებები, რომლებიც სერიოზულ შემოსავალს მოგიტანთ. მთავარია, დროულად გაჩერდეთ.

თევზები
ამ დღეს აუხსნელ შინაგან შფოთვას გრძნობთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი მგრძნობიარობისა და ნდობის გამო შეიძლება უამრავი პრობლემა შეგექმნათ. ნუ მისცემთ გარეშე ადამიანებს უფლებას, რომ თქვენს ფსიქიკასა და მსოფლმხედველობაზე გავლენა მოახდინონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა