თეგებით ძიება

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ განიტვირთოთ, გარემოში შეიცვალოთ და მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავროთ. შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა, მაგრამ ოჯახის წევრებიც არ დაივიწყოთ - გამორიცხული არაა ოჯახის რომელიმე წევრთან ან ნათესავთან კონფლიქტი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.


კურო
სიფრთხილე და გონიერება დაგეხმარებათ, უამრავი უსიამოვნება აიცილოთ თავიდან. მოსალოდნელია ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები. ინტუიცია და პედაგოგიური უნარები ოჯახში მშვიდობის დამყარებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, გაუგებრობებს ურთიერთობების დეფიციტი იწვევს.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ქველმოქმედებისთვის. მზად იყავით მოულოდნელი სიახლისთვის. ამ დღეს მგზავრობა, მოგზაურობა, სტუმრების მიღება და სტუმრად წასვლა წარმატებული იქნება. აქტიური დასვენება და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.


კირჩხიბი
თავს დაღლილად და გაღიზიანებულად იგრძნობთ. თავი შეიკავეთ გადაჭარბებული ემოციურობისა და დაუფიქრებელი ქცევებისგან. შინაგანი შფოთვა გაწუხებთ. თუ საჭიროდ ჩათვლით, დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართეთ. ამ დღეს განმარტოებისთვის საუკეთესო ადგილი სახლია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.


ლომი
შესაძლოა, გადაუჭრელმა პრობლემებმა დიდი დრო წაგართვათ. ოჯახური საქმეები დაუგეგმავ ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან ან ნათესავებთან კონფლიქტი.


ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი, რის შემდეგაც ზოგიერთ მათგანთან ურთიერთობას გაწყვეტთ. თავს მოუსვენრად გრძნობთ. ნუ ჩაიკეტებით. საკუთარი შიშების შესახებ შეგიძლიათ მეგობრებს უამბოთ. გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.


სასწორი
არახელსაყრელი დღეა. თავს მოუსვენრად გრძნობთ და მომავალს შიშით შეჰყურებთ. პარტნიორებთან კონტაქტის დროს მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. თანდაყოლილი დიპლომატიურობის წყალობით სირთულეებთან გამკლავებას შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.


მორიელი
მთელი დღის განმავლობაში უკმაყოფილების გრძნობა გაწუხებთ. პირადი ურთიერთობები ისე არ აეწყობა, როგორც თქვენ გსურდათ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი ავტორიტეტის შელახვა სცადოს, თუმცა გამჭრიახობის წყალობით, შეძლებთ საფრთხის დროულად დანახვას და თავიდან აცილებას.


მშვილდოსანი
დაძაბული დღეა. ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. მოსალოდნელია უფროსთან კონფლიქტი. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოავლინოთ. ამ დღეს ნაკლებად ენდეთ ინტუიციას და მეტი მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს.

თხის რქა
ვიღაცა თქვენი ავტორიტეტის შელახვას ეცდება. ეცადეთ, თქვენთვის დამახასიათებელი თავშეკავება გამოიჩინოთ და თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს მშვიდად შეხვდეთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელ ინფორმაციას შეიტყობთ, რომელიც დასკვნების გაკეთებაში დაგეხმარებათ.


მერწყული
თავისა და პრინციპების დაცვის დღეა. მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტი, რომელიც შეიძლება თქვენს ავტორიტეტზე არასახარბიელოდ აისახოს. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი, შეცდომები, უთანხმოება უფროსთან და კოლეგებთან, თუმცა სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შეცვლას შეძლებთ.


თევზები
ეს დღე საკუთარი თავისა და ძალების რწმენას განასახიერებს. კარგად იცით, რა გსურთ და მიზანს საკუთარი შრომისა და მონდომების წყალობით აღწევთ. ეცადეთ, პირადი ცხოვრების პრობლემები დროულად მოაგვაროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა