X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც „დედიკოს ბიჭებად“ იზრდებიან
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც „დედიკოს ბიჭებად“ იზრდებიან

    1. კირჩხიბი

    მამაკაცები, რომლებიც დაიბადნენ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ, როგორც წესი, გვიან ტოვებენ მშობლებს. დედის ზრუნვა მხოლოდ ახარებთ მათ - სახლში სისუფთავეა, სიმყუდროვე, გემრიელი კერძი, არ არის საჭირო ინერვიულო გადაუხდელი ანგარიშების გამო. ასეთ მდგომარეობას კირჩხიბები ბავშვობიდან ეჩვევიან, მშობლიური სახლის შეცვლა „სხვის კუთხეზე“ ძალიან უჭირთ.


    როცა კირჩხიბი საკუთარ ოჯახს ქმნის და ახალ ადგილას გადასვლა უწევს, მისი ცხოვრების მეგზური შეიძლება გაბრაზდეს იმის გამო, როგორ ხშირად ურთიერთობს ის დედასთან. ყოველდღიური ზარები, კონსულტაციები დედასთან ნებისმიერ საკითხზე, მუდმივი საყვედურები „დედაჩემი უკეთესად აკეთებს“, - ყველაფერმა ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაუფუჭოს გოგონას ან ცოლს ცხოვრება. ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრების მეგზურების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მშობლებისადმი ნორმალური სიყვარული კირჩხიბის შემთხვევაში ტრანსფორმირდება ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაში.

    2. თევზები

    მამაკაც-თევზებს არ გააჩნიათ ფსიქოლოგიურიდამოკიდებულება დედის მიმართ, უბრალოდ ამ ნიშანს ახასიათებს საშინელი გაუბედაობა. ჰოდა ელოდებიან, რომ ვინმე უფრო მაღალი ავტორიტეტითა და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით მოვა და გადაწყვიტავს ყველა მათი პრობლემას.


    ზრდასრულ თევზებსაც სჭირდებათ გვერდით ვინმე, ვინც არ დაუწყებს გაკიცხვას იმისათვის, რომ მუდმივად ღრუბლებში დაფრინავს, ვინც უბრალოდ „აიღებს და გააკეთებს“ მთელ სამუშაოს მის მაგივრად: უშოვის სამსახურს, გადაანაწილებს ოჯახის ბიუჯეტს, ჩაწერს ბავშვს საბავშვო ბაღში...

    3. მერწყული

    მერწყული ცხოვრების პირველივე წლებიდან იქცევა როგორც პატარა ინდივიდუალისტი, და მშობლები ხშირად ხაზს უსვამენ და ხელს უწყობენ პატარის დამოუკიდებლობას. შედეგად ბევრი მერწყული იზრდება ჭირვეულ ეგოისტად, რომელიც იყენებს გარშემომყოფებს საკუთარი გამორჩენისთვის. მსგავსი ურთიერთობა გააჩნიათ მეორე ნახევრებთანაც, რომლებიც მერწყულს შეიძლება უამრავი ჰყავდეს - ეს ნიშანი არ არის შექმნილი სერიოზული ურთიერთობებისთვის.


    გარდა ამისა, ბავშვობაში ზედმეტი ზრუნვის გამო, მამაკაცი-მერწყული ხშირად შეუგუებელია ყოფითი სიძნელეების მიმართ. ის კი არა, რომ არ იცოდეს, როგორ ჩნდება მაცივარში პროდუქტები, მაგრამ უფრო რთულმა ამოცანებმა შეიძლებაჩიხში მიაყენონ ის.

    4. ქალწული

    მამაკაცი-ქალწული მუდმივად რაღაცით არის უკმაყოფილო. მისი მუდმივი ჭირვეულობები, წუწუნი და კრიტიკა - სულაც არ არის მოწიფულობის ნიშანი. დიდი სიმამაცეა საჭირო იმისათვის, რომ შეეწყო ამ პედანტს, რომელიც მუდმივად ახსენებს საკუთარ რჩეულს მის ნაკლოვანებებზე.


    თავად ქალწული კი ვერ ხედავს ვერაფერ ცუდს იმაში, რომ განსაჯოს დედასთან საკუთარი მეუღლე მისივე თანდასწრებით, და თანაც ნეგატიურ ასპექტში.

    წყარო:trend.ge
    167 ნახვა
    Загрузка...
    7-11-2019, 06:42
    Загрузка...