X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
"ევროპა ვერ ენდობა აშშ-ს NATO-ს წევრი სახელმწიფოების ინტერესების დაცვაში" ,- ემანუელ მაკრონი
  • "ევროპა ვერ ენდობა აშშ-ს NATO-ს წევრი სახელმწიფოების ინტერესების დაცვაში" ,- ემანუელ მაკრონი

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა დგას ისეთი საშიშროების წინაშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს „ნატოს ტვინის სიკვდილი“. ECONOMIST-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა ვერ ენდობა ამერიკის შეერთებულ შტატებს რათა მისი კონტინენტის წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები დაიცვას.

    მაკრონის მკაცრი ტონი განპირობებულია ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, როდესაც ჩრდილოეთი სირიიდან ამერიკელი სამხედროები გამოვიდნენ და დატოვეს ქურთი მოსახლეობა თურქულ შეიარაღეულ ძალებთან პირისპირ, რამაც ნატოს წევრი სახელმწიფოების აღშფოთება გამოიწვია.

    „ქვეყანას, რომელსაც ჰყავს პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არ ახდენს კოორდინირებას სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე ნატოს მოკავშირე სახელმწიფოებთან “ ,- განაცხადა მაკრონმა.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ევროკავშირის ძლიერი მხარდამჭერია, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არ იზიარებს ევროპის ერთიანობის იდეას.

    “აშშ-ს ქმედებები ნათელი გამოვლინებაა ევროპისთვის ზურგის შექცევის“.

    ფრანგი ლიდერი მოუწოდებს ევროპას, დაიწყოს ფიქრი იმაზე რომ საკუთარი თაავი აქციონ ძლიერ გეოპოლიტიკურ აქტორად , რათა საკუთარი ბედი თვითონვე განსაზღვრონ.

    წყარო:newposts.ge
    8 ნახვა
    Загрузка...
    8-11-2019, 04:17
    Загрузка...