X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება
  • თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

    თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება.

    "დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე.

    სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

    თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!" - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    წყარო:newposts.ge
    12 ნახვა
    Загрузка...
    8-11-2019, 06:56
    News-ები
    Загрузка...