X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
მარია ზახაროვამ მაკრონის მიერ წარმოთქმულ მოსაზრებას "ნატოს ტვინის სიკვდილთან" დაკავშირებით ოქროს სიტყვები უწოდა
  • მარია ზახაროვამ მაკრონის მიერ წარმოთქმულ მოსაზრებას "ნატოს ტვინის სიკვდილთან" დაკავშირებით ოქროს სიტყვები უწოდა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სამართლიანი უწოდა ემანუელ მაკრონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატომ მთლიანად დაკარგა კოორდინაცია ალიანსთან და ეს შეიძლება აღვიქვათ ისე, როგორც „ტვინის სიკვდილი“,- ინფორმაციას ლავროვის უწყების პრეს-სპიკერი აქვეყნებს FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე.

    „ოქროს სიტყვებია. მისი სიტყვები მკაფიოდ ასახავს ნატოს ამჟამინდელ მდგომარეობას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქ არის ერთი „მაგრამ“. კონკრეტულად როგორ აპირებს ევროპა საკუთარი ბედი წარმართოს? მეოცე საუკუნეში ორი მსოფლიო ომი იყო, მე-19-ში კი დაუსრულებელი ლოკალური სამხედრო დაპირისპირებები და „იდეოლოგიის ექსპორტი“ მიმდინარეობდა ხმლებითა და შუბებით. ამ პროცესებმა სამყარო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა, რაც შემდგომ ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციაში გადაიზარდა. ეს ევროპას დაეხმარა შიდა კონფლიქტების მოგვარებაში, თუმცა ამ ყველაფერმა იდენტობის კრიზისამდე მიგვიყვანა“ ,- განაცხადა ზახაროვამ.

    მაკრონმა ECONOMIST-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატომ მთლიანად დაკარგა კოორდინაცია ალიანსის შიგნით, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც „ტვინის სიკვდილი“. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არანაირი ურთიერთთანამშრომლობა არ ხდება აშშ-სა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის ერთობლივი სტრატეგიების დაგეგმვაში.

    წყარო:newposts.ge
    14 ნახვა
    Загрузка...
    8-11-2019, 06:59
    Загрузка...