X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ე.წ სამხრეთი ოსეთის უშიშროება არ გამორიცხავს საოკუპაციო ხაზთან სამხედრო დაპირისპირებას
  • ე.წ სამხრეთი ოსეთის უშიშროება არ გამორიცხავს საოკუპაციო ხაზთან სამხედრო დაპირისპირებას

    სამხრეთი ოსეთის უშიშროების ინფორმაციით, მოსალოდნელია სამხედრო დაპირისირება საქართველოს ძალოვან უწყებებთან ე.წ საოკუპაციო ხაზის მიდამოებში. უწყებამ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია იარაღის გამოყენების მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ავრცელებს SPUTNIK-OSSETIA.

    მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტების ზრდა არის იმ მძიმე მდგომარეობის მაჩვენებელი, რაც ამჟამადაა სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    სამხრეთი ოსეთი KGB-ს პრეს ცენტრის ხელმძღვანელის, ეკატერინა ბიაზაროვას ინფორმაციით, კრიზისი სულ უფრო და უფრო დაძაბულ სახეს იღებს სამხრეთი ოსეთსა და საქართველოს შორის ე.წ სასაზღვრო ზოლზე, რამაც შესაძლებელია სიტუაციის ესკალაციასა და სამხედრო დაპირისპირებას შეუწყოს ხელი. მისი განცხადებით, ქართველი სამართალდამცავების მიერ ცეცხლსასროლი იარღის არამართებული გამოყენება, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედება ზეწოლას ახდენს ე.წ საზღვართან არსებულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

    წყარო:newposts.ge
    21 ნახვა
    Загрузка...
    8-11-2019, 07:11
    Загрузка...