X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
AND THEN WE DANCED-ის დაწყებამდე კინოთეატრთან ხატიანი და ჯვრიანი მამაკაცები გამოჩდნენ
  • AND THEN WE DANCED-ის დაწყებამდე კინოთეატრთან ხატიანი და ჯვრიანი მამაკაცები გამოჩდნენ

    ფილარმონიასთან, რომლის მიმდებარედ, კინოთეატრ "ამირანის" სიახლოვეს, ჯვრიანი და ხატით ხელში მამაკაცები გამოჩდნენ.
    რამდენიმე საათში ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეარებში ერთდროულად გაიმართება. ფილმის პრემიერა რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტის ფონზე გაიმართება.
    ლევან ვასაძე და "ქართული მარში" პრემიერის ჩაშლითა და კინოთეატრების პიკეტირებით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი კი აცხადებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება.

    ფილმთან დაკავშირებით საპატრიარქოს ცალსახა დამოკიდებულება აქვს - ეკლესიისთვის კატეგორიულად შეურიგებელია "სოდომური ურთიერთობების" პოპულარიზაცია, თუმცა საპატრიარქო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს.

    განსაკუთრებული მობილიზებაა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყება აცხადებს, რომ სამართალდამცავები საზოგადოებრივ წესრიგს დაიცხავენ.

    უწყებაში ამბობენ, რომ ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა. გომელაურის უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    შვედეთის სახელით, ოსკარზე წარდგენილ ფილმზე - "და ჩვენ ვიცეკვეთ", დასასწრები თბილისის კინო-თეატრების, სამდღიან სეანსებზე დასასწრები, ყველა ბილეთი სრულად გაყიდულია.


    წყარო:newposts.ge
    41 ნახვა
    Загрузка...
    8-11-2019, 07:38
    News-ები
    Загрузка...