X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
მილიარდერი მილიარდერის წინააღმდეგ - მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეონას აპირებს
  • მილიარდერი მილიარდერის წინააღმდეგ - მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეონას აპირებს

    77 წლის მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს. იგი თვლის, რომ დღეს არსებული კანდიდატებიდან დონალდ ტრამპის დამარცხება არცერთს შეუძლია.
    ბლუმბერგი საკუტარი კანდიდატურის წარდგენას უახლოეს დღეებში აპირებს. ამისთვის მან განაცხადი საკუთარი შტატის - ალაბამას დემოკრატიული პარტიის ოფისში უნდა შეიტანოს და დემოკრატთა პრაიმერისში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

    ამ დრომდე დემოკრატიულ პარტიას უკვე ჰყავს 17 ნომინანტი ამ პოსტზე, ხოლო ტრამპს კონკურენციას 3 რესპუბლიკელი უწევს.

    თავის დროზე, ტრამპი და ბლუმბერგი მეგობრები იყვნენ. ბლუმბერგის, როგორც პოლიტიკოსის იდეები, ჯო ბაიდენის იდეებთან საკმაოდ ახლოს დგას.

    ბლუმბერგის ქონება 52 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტის - 3,1 მილიარდი.

    იგი უოლ-სტრიტელი ბანკირი იყო, ხომო შემდეგ ფინანსური სააგენტო დაარსა, რომელიც მის სახელს ატარებს. ბლუმბერგი ქველმოქმედებასაც ეწევა და მილიონობით დოლარს ხარჯავს განათლებისა და ჯანდაცვის პროექტების დაფინანსებაში.

    რაც შეცება მის პოლიტიკურ კარიერას - იგი თავიდან დემოკრატი იყო, თუმცა დატოვა პარტია, რათა 2001 წელს ნიუ-იორკის მერის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, ის სანგზის იყო არჩეული ამ ანამდებობაზე, თუმცა, 2018 წელს კვლავ დემოკრატებს დაუბრუნდა.

    ბლუმბერგის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე ტრამპს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

    წყარო:newposts.ge
    58 ნახვა
    Загрузка...
    8-11-2019, 08:08
    Загрузка...