თეგებით ძიება
11. 11. 2019 News-ები

გიორგი კახიანი: 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი და იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ინ

„ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული და იმედი მაქვს რომ ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივას მხარდაჭერა ექნება, იმიტომ, რომ მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ იქნება საკმარისი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელოთ. გამომდინარე იქედან, რომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი, იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივას",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი კახიანის თქმით, მიმდინარე კვირაში დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე ორივე კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ.

„ორივე კონსტიტუციური ინიციატივა მსგავსია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ითვალისწინებს 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, განსხვავება არის მხოლოდ ორ საკითხში, ეს არის ბარიერთან და საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენი ინიციატივის მიხედვით იარსებებს ე.წ., ბუნებრივი ბარიერი, ანუ ბარიერი არ არსებობს და გარდა ამისა, არ იარსებებენ საარჩევნო ბლოკები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც განხილვები და მსჯელობა მიმდინარეობდა აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა პოზიციები მო ვისმინეთ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მე, პირადად, არც ერთი არგუმენტირებულად არ მეჩვენება".-განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ უმრავლესობის ინიციატივას ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა