თეგებით ძიება
11. 11. 2019 News-ები

გემანელი წყვილი საკრუიზო ხომალდიდან ხმაურიანი სექსის გამო გააგდეს

ხომალდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გერმანელი წყვილი ხმამაღალი სექსის გამო საკრუიზო მოგზაურობიდან გააძევეს. ინფორმაციას skynews-ი ავრცელებს.

აღნიშნული ფაქტის გამო შეყვარებული ქალი და მამაკაცი უჩივიან კომპანიას და ითხოვენ მიყენებული ფსიქოლოგიური ზარალის გამო ფულად ანაზღაურებას.

რენეტისა და მისი ქმრის, ვოლკერის თქმით, მათ 1 აპრილს დაჯავშენს ხომალდზე ნომერი. გაცხადებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ხომალდი ბარბადოსის ნავსადგურში შეჩერდა, წყვილი კაბინაში დაკავდა სექსით, თუმცა მათ აივნის კარის დაკეტვა დაავიწყდათ, რის გამოც მათი სასიყვარული ურთიერთობა და ხმამაღალი კვნესა შეუმჩნეველი არ ყოფილა ეკიპაჟის წევრებისა და ხომალდის სხვა დამსვენებელთა მხრიდან.

სექსის შემდეგ, როდესაც რენეტი სიგარეტს ეწეოდა ბალკონზე და ვოლკერი შხაპს იღებდა, მათთან გამოცხადდა ხომალდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელმაც წყვილს გააცნო კაპიტანის ბრძანება, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ხომალდი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, გერმანელი მოქალაქეები უჩივიან კომპანიას მორალურ-ფსიქოლოგიურ და მატერიალური ზარალის ანაზღაურებისთვის. მათი თქმით, კაპიტანმა და ტურ-ოპერატორმა დაარღვია მათი უფლებები, რის გამოც ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა