თეგებით ძიება
13. 11. 2019 News-ები

სასტიკად მოკლული ბიზნესმენი თბილისის ზღვაზე - საქმის მთავარმა ფიგურანტმა, მოკლულის ნათესავმა საქართველო დატოვა

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილმა, ბექა კვიციანმა საქართველო დატოვა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სამართადამცავები მას ბოლო ორი დღეა ეძებენ, რადგან თბილისში, ისნის ბაზრობიდან ამოღებული ვიდეოკამერებში ჩანს, რომ სწორედ კვიციანი მივიდა ნათესავთან, 36 წლის ნოდარ ცხადაძესთან და მანქანაში ჩაისვა.
ბოლოს კი ცხადაძე თბილისის ზღვაზე განსაკუთრებული სისატიკით მოკლული იპოვეს. ახალგაზრდას ცეცლსასროლი იარაღიდან მიყენებული 14 ჭრილობა აღენიშნებოდა.

"ნიუპოსტისვე" ინფორმაციით, პოლიციამ ადგილიდან მასრები ამოიღო, თუმცა სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ დანაშაულის იარაღს.

რაც შეეხება ბექა კვიციანის შესაძლო, შემხებლობას სასტიკ მკვლელობასთან, ცხადაძის ოჯახის წევრებს ამაზე საუბარი არ სურთ.

"ნიუპოსტი" ცხადაძის მეუღლეს დაუკავშირდა, თუმცა ქალმა გვითხრა, რომ მას ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

ოჯახის ახლობლების თქმით, კი მოკლულსა და კვიციანს ნათესაური კავშირი აქვთ. კერძოდ, კვიციანი ცხადაძის შვილის ნათლიაა, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთთან კომუნიკაცია წლების განმავლობაში არ ჰქონიათ.

ნოდარ ცხადაძეს ისანში ავტონაწილების მაღაზია ჰქონდა. ის წარსულში პოლიციაშიც მუშაობდა, თუმცა ბოლო წლებში საკუთარი მაღაზია ჰქონდა. ამასთან, "ნიუპოსტი" ემზარ კვიციანს დაუკავშირდა, თუმცა პარლამენტის წევრს ტელეფონი გამორთული აქვს.

ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე გუშინ იპოვეს. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა