თეგებით ძიება
13. 11. 2019 News-ები

რუსულმა ავიაკომპანიამ მგზავრს უფასო მილები მსუქანი კატის გამო ჩამოართვა

რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ მგზავრს თვითმფრინავის ბორტზე ზედმეტად მსუქანი კატის აყვანის გამო 370 000 უფასო მილი ჩამოართვა. ამის შესახებ euronews-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მიხაილ გალინმა, რომელიც მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავით ცხოველების გადაყვანის წესები დაარღვია. გალინის კატა ვიქოტორი 10 კილოგრამს იწონის, ავიაკომპანიის წესებით კი სალონში 8 კილოგრამზე მძიმე ცხოველის აყვანა აკრძალულია. კაცს არ უნდოდა, რომ ცხოველს სატვირთო განყოფილებაში ემგზავრა, ამიტომ აეროპორტში მეორე, უფრო გამხდარი კატა მიიყვანა, რომელიც ვიქტორად გაასაღა.

ბორტზე ასვლამდე მგზავრმა ცხოველები შეცვალა. უკვე თვითმფრინავში კი ვიქტორი გადასაყვანიდან ამოიყვანა, რითაც კომპანიის წესები კიდევ ერთხელ დაარღვია. ​გალინი დანაშაულს აღიარებს და კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მკაცრს, თუმცა სამართლიანს უწოდებს.

მომხდარს რუსეთის სათათბიროში გამოეხმაურნენ. კერძოდ, ეკოლოგიის კომიტეტმა „აეროფლოტს“ ცხოველების გადაყვანის წესების გადახედვისკენ მოუწოდა. კომიტეტის მიერ „აეროფლოტში“ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ თუ ცხოველის წონა 8 კილოგრამს აღემატება პატრონს კი მისი სატვირთო განყოფილებით გადაყვანა ჯანმრთელობის ან ფრენის ხანგრძლივობის გამო არ სურს, მგზავრს დამატებითი გადასახდის საშუალება უნდა ჰქონდეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა