თეგებით ძიება
14. 11. 2019 News-ები

კლიმატის ცვლილები ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

გლობალური კვლევის თანახმად, დღეს დაბადებულ ბავშვებს ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებული საფრთხეები ემუქრებათ და ეს კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული. კვლევის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დათბობის გამო, მატულობს შიმშილის, ინფექციური დაავადებების, წყალდიდობების და გაუსაძლისი სიცხის რისკი. ასეთ პირობებში გაზრდილ ბავშვებს კი სხვადასხვა სახის დაავადება ემუქრებათ, მათ შორის ისეთიც, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე სამუდამო კვალს დატოვებს.

ყოველწლიური კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებამ დედამიწის მოსახლეობა მნიშვნელოვნად უკვე დააზიანა. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ჰაერის დაბინძურებაა.

მკვლევრები გაფრთხილებას ავრცელებენ: თუ მსოფლიო არაფერს მოიმოქმედებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, შედეგად დაავადებულ ახალ თაობას მივიღებთ.

„ლანცეტში“ გამოქვეყნებული „ჯანმრთელობისა და კლიმატის ცვლილების კვლევის“ ხელმძღვანელი, ნიკ უატსი აცხადებს:

„ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. მათი ორგანიზმი და იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მათზე განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოს დამაბინძურებლები. თუკი ყველა ქვეყანა დაუყოვნებლივ ზომებს არ მიიღებს და სათბური აირების გაფრქვევას არ შეამცირებს, მნიშვნელოვნად დაიკლებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება მთელი ახალი თაობის ჯანმრთელობის მდგომარეობას განაპირობებს“.

სტატიის თანახმად, ახლა დედამიწაზე 7.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და საჭიროა თითოეული მათგანის აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებამ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა სამუდამოდ არ შეცვალოს.

კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ გამოქვეყნებული კვლევა 35 დაწესებულების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის, 120 ექსპერტის ერთობლივი ნამუშევარია.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა