თეგებით ძიება
14. 11. 2019 News-ები

"კანონპროექტის ჩაგდება "ოცნების" მიერ დადგმული იყო"- სულხან სალაძე

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება მმართველი პარტიის მიერ წინასწარ დაიგეგმა.
"ჰგავს გარკვეულ თამაშს, რომელიც სადღაც დაიგეგმა დიდი ალბათობით. ეს რომ ყოფილიყო 2, 3, 5 დეპუტატი, მაშინ შეიძლებოდა ამას ჰქონოდა რაღაც შიდა დაპირისპირების სახე. ეს პროცესი უფრო ხელოვნურია, ვიდრე რეალურად წინააღმდეგობა იყო მმართველი პარტიის წევრების ნაწილის მხრიდან. ვის აწყობს ეს და ვისი ინტერესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მოვლენების განვითარების სცენარს თუ შევხედავთ, მაგალითად, ვადამდელ არჩევნებზე თუ ვისაუბრებთ, თუკი ვინმეს შეიძლება ეს არჩევნები აწყობდეს ქვეყანაში, ეს ისევ მმართველი პარტია,"- განაცხადა სულხან სალაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა