თეგებით ძიება
14. 11. 2019 News-ები

კახი კალაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მმართველ პარტიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცხარე დებატები იყო, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც.

"მოხდა ის, რაც მოხდა. ორი დღის განმავლობაში და უფრო მეტიც, ვსაურბობდით, რომ იყო ადამიანების დეპუტატების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებას, საკმაოდ დაძაბული, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა და მე ახლა არ დავასახელებ იმ ადამიანების სახელსა და გვარს, ვინც ერთმანეთს დაუპირისპირდა, თუმცა საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი. იყო ცხარე დებატებები, იყო დაპირისპირებებიც, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც რამდენიმე შემთხვევაში" - აღნიშნა კახი კალაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა