თეგებით ძიება
14. 11. 2019 News-ები

9 ულამაზესი მსახიობი, რომელთა შესახებაც არავინ ლაპარაკობს

მსოფლიოში უამრავი ულამაზესი, უნიკალური გარეგნობის მსახიობია, თუმცა მათ შესახებ არავინ საუბრობს. სწორედ ასეთი ვარსკვლავების ათეულს გადავავლოთ ამჯერად თვალი.

1. მუსტაფა შაკირი - მსახიობმა კარიერა მცირე როლებით დაიწყო, შემდეგ კი იყო „ნეტფლიქსის“ Luke Cage, რომელმაც განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. მას უნიკალური გარეგნობა აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი თვალები იპყრობს.


2. ამანდლა სტენბერგი - შესაძლოა გახსოვთ Hunger Games-ის პერსონაჟი, რუ, რომლის როლსაც ამანდლა ასრულებს. ულამაზესი გოგონა წარმატებული მსახიობია.


3. ჯო დემპსი - სანამ ჯო „სამეფო კარის თამაშებში“ მიიღებდა როლს, ის ბრიტანული შოუს, Skin-ის მონაწილე იყო, თუმცა მთავარი წარმატება GOT-მა მოუტანა, რომელშიც გენდრის როლს ასრულებს.


4. Sonequa Martin-Green - მსახიობი ულამაზესია. შეუძლებელია მისი უნიკალური გარეგნობა შეუმჩნეველი დაგრჩეთ.


5. ჩარლი ჰიტონი - ჩარლი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ეკრანიდან გაქრა, თუმცა შემდეგ წარმატებული დაბრუნება შედგა. ის სერიალ Stranger Things-ში გამოჩნდა.


6. ჯესი უილიამსი - შეუძლებელია არ შეგყვარებოდათ ის „გრეის ანატომიიდან“, სადაც მომხიბვლელი ექიმის როლს ასრულებდა.


7. გასპარ ულიელი - მომხიბვლელმა ფრანგმა მსახიობმა მაყურებლის გული Hannibal Rising-ში შესრულებული როლით დაიპყრო.


8. რობერტ შიჰანი - ირლანდიელი მსახიობის მომხიბვლელი და უნიკალური გარეგნობა შეუძლებელია რომ უყურადღებოდ დაგრჩეთ.


9. სორს რონანი - კიდევ ერთი ირლანდიელი უნიჭიერესი და ულამაზესი მსახიობი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სახეები შექმნა მან ფილმებში - Lady Bird და Mary Queen of Scotts.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა