თეგებით ძიება
14. 11. 2019 News-ები

რატომ არის რთული ჭკვიანი ადამიანებისთვის იყვნენ ბედნიერები

1. ჭკვიან ადამიანებს ზედმეტად მაღალი სტანდარტები აქვთ

ჭკვიანმა ადამიანებმა, როგორც წესი, იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან, და უფრო ნაკლებით არ კმაყოფილდებიან. მათი მაღალი სტანდარტები ვრცელდება ცხოველქმედების ყველა სფეროზე: სამსახურზე, ურთიერთობებზე, ცხოვრებისეულ მიზნებზე.

2. ჭკვიან ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ მიიღონ რაღაცეები ისეთებად, როგორებიც ისინი არიან, არამედ კონცენტრირდებიან იმაზე, როგორები უნდა იყვნენ ისინი იდეალში


თუ თქვენ განიცდით ბედნიერების მდგომარეობას, მაშინ თქვენი გონება იმყოფება აწმყო მომენტში. თქვენი ყურადღება ასეთ შემთხვევაში სრულიად განეწყობა იმაზე, რა ხდება ახლა თქვენს თავს.

3. ჭკვიან ადამიანებს არ შეუძლიათ კმაყოფილების მიღება მიმდინარე მომენტისგან, რადგან მუდმივად ცდილობენ იპოვონ რაიმე აზრი

ძალიან ჭკვიანი ადამიანის ცოდნა პრევალირებს შეგნებაზე. მისი გონება ვერ იღებს კმაყოფილებას მიმდინარე მომენტისგან: ის ამატებს ან აკლებს მას, აზუსტებს ან ცვლის ფორმულირებას, ესმის ან ახდენს ინტერპრეტაციას. გონება ცდილობს მიმდინარე მომენტის „რედაქტირებას“ და მასში აზრის პოვნას, იმიტომ რომ ეს მომენტი მისთვის არ არის საკმარისი.

4. ბედნიერება - ეს არის გონება, რომელიც მშვიდდება; ინტელექტი - ეს არის გონება, რომელიც უარს ამბობს დამშვიდებაზე


ბედნიერი გონებისთვის საკმარისია ის, რაც არის. ასეთი ადამიანი არ ცდილობს შეცვალოს აწმყო. ის უბრალოდ იღებს მას და მოქმედებს გარემოებებიდან გამომდინარე. ზედმეტად ჭკვიან ადამიანს კი, პორიქით, ადვილად ვერ ასიამოვნებ, ამიტომაც ვერ გაიგებს, მაინც რით არის კმაყოფილი ბედნიერი გონება და დაადანაშაულებს მას სიზარმაცეში.

5. თუ მოქმედებების შედეგი აღმოჩნდება ნავარაუდევზე უარესი, ჭკვიანი ადამიანები გრძნობენ დიდ გაწბილებას

მოქმედება ყოველთვის არ გაძლევს საშუალებას მიიღო ერთი და იგივე დაპროგრამირებული შედეგი: ჭკვიან ადამიანებს ზედმეტად სჯერა საკუთარი ინტელექტის ძალისა და მისი უნარის გააკეთოს საკუთარი მოქმედებების შედეგების პროგნოზირება.

6. მუდმივი უმოწყალო კრიტიკა


ინტელექტუალური ადამიანების უმეტესობას გააჩნია საკმაოდ დაბალი თვითშეფასება, და ამის მიზეზი იმალება მუდმივი კრიტიკულ შენიშვნებში, რომლებსაც ისინი აკეთებენ საკუთარი თავის მიმართ. მათ არ შეუძლიათ მიიღონ საკუთარი ნაკლოვანებები, რადგან თვლიან, რომ უნდა შეესაბამონ ყველაზე მაღალ სტანდარტებს. ამიტომაც იმყოფებიან ისინი ასე ხშირად ცუდ განწყობაზე.

7. მაღალი ინტელექტი ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს

ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი IQ, განიცდიან განსაკუთრებული ტიპის აშლილობას, რომელიც აიძულებს მათ მუდმივად გაანალიზონ ყველაფერი და დასვან შეკითხვები. და ამ გზას არ მოაქვს მათთვის არც ბედნიერება, არც ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.

„ჭკვიანი ადამიანების ბედნიერება - ყველაზე იშვიათი რამ არის, რომელსაც მე ოდესმე შევხვედრივარ“, - ერნესტ ჰემინგუეი.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა